ლევან მჭედლიშვილის ბენეფისი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში!

ყველა სიახლე
11 მარტი 2025

ლევან მჭედლიშვილის ბენეფისი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში!

6 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ავლაბარი“ – „რუსთავი“-ს დაპირისპირება გაიმართა.

¼ ფინალური ეტაპის ყველაზე თანაბარი წყვილი, იმის გათალისწინებით რომ გუნდებმა სეზონი ერთმანეთის „მეზობლად“ მე-4 და მე-5 პოზიცებზე დაასრულეს.

„რუსთაველებმა“ „ავლაბარი“ 7-3 დაამარცხეს. გატანილი 7 გოლიდან კი 7-ვე ლევან მჭედლიშვილს ეკუთვნის - ფუტსალის ლიგა 3-ის 2024/25 წ.წ სეზონის პირველი მოთამაშე რომელმაც ერთ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა!

მატჩში ანგარიში მე-13 წამზე სწორედ ლევანმა გახსნა, ამას მოჰყვა ნიკოლოზ უთრუგაშვილის გოლიც და წონასწორობა აღდგა 1-1. პირველ ნახევარში „რუსთავის“ მე-9 ნომერმა კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხა და გუნდები შესვენებაზე 1-3 ანგარიშით გავიდნენ. მეორე ნახევრის სტარტი „ავლაბრელებს“ შესანიშნავი გამოუვიდათ, ირაკლი ცაგარეიშვილის და ბექა სამყურაშვილის გოლებით ანგარიში გათანაბრდა, ეს კი 2 წუთიან მონაკვეთში მოხდა.

საინტერესოა როგორ განვითარდებოდა მოვლენები ამის შემდგომ... დიახ, ლევან მჭედლიშვილს გააქვს მიჯრით კიდევ 4 გოლი და ყველანაირ დაძაბულობას „კლავს“ შეხვედრაში!

„რუსთაველებს“ დამაჯერებელი ფლეი-ოფური სტარტი გამოუვიდათ.

„ავლაბრელთა“ მხრიდან მატჩის საუკეთესოდ ნიკოლოზ უთრუგაშვილი დასახელდა.

ვინ იქნებოდა „რუსთავის“ მხრიდან საუკეთესოდ დასახელებული?! ამის გამოცნობას თქვენ მოგანდობთ...

გუნდების მომდევნო დაპირისპირება 14 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!

პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ: რუსთავი VS ავლაბარი



  © SBM, 2016-2025