სპორტული სააგენტო SBM ოფიციალურად 2008 წელს დაარსდა. 8 წლიანი არსებობის მანძილზე, სააგენტოს საქმიანობა რამოდენიმე მიმართულებით განვითარდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, სპორტული ღონისძიებების მენეჯმენტის კუთხით გადადგმული ნაბიჯებია.ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა სააგენტომ ითანამშრომლა როგორც კომერციულ ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან.
ჩვენი ორგანიზებულია 2009 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირველი შიდა ჩემპიონატი ფეხბურთში, დიპლომატების თასი 2014 - ჩემპიონატი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა კორპორატიული სპორტული ღონისძიებები. 2012, 2013 და 2014 წლებში სპორტული ფესტივალის ფარგლებში, სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატები მინი ფეხბურთში.