SBM League - ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2008 წლიდან კომპანიამ დაიწყო პროექტი, სამოყავრულო ჩემპიონატი მინი ფეხბურთში - ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა, რომელშიც წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდები იღებენ მონაწილეობას.
ახალი 2018/19 წლების სეზონი, რიგით მე-11 იქნება ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. აღნიშნული გათამაშება მთელი თავისი არსით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ორგანიზაციებში კორპორატიული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება.
წლების განმავლობაში ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა პროგრესირებდა. ჩემპიონატში მონაწილეთა რიცხვი, სხვადასხვა მსხვილი კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და სახელმწიფო უწყებებს აერთიანებს.
ჩემპიონატში თამაშობენ როგორც ორგანიზაციების სხვადასხვა დონის მენეჯერები და ხელმძღვანელები, ისე ყოფილი და ვეტერანი ფეხბურთელები.
2018/19 წლების სეზონი განსხვავებული ფორმატით წარიმართება: კორპორატიულ - სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და საკვალიფიკაციო ლიგებთან ერთად, ღონისძიების ფარგლებში პირველად გაიმართება ფუტსალის სამოყვარულო ლიგის გათამაშება. პარალელურად, წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კორპორატიული 16 გუნდი, ლიგის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ფუტსალის სამოყვარულო ლიგის გუნდები კი, ფუტსალის ლიგის გუნდებთან ერთად, ფუტსალის ლიგის თასზე იასპარეზებენ.
საქართველოს ფუტსალის ლიგა 2016 წლის 10 თებერვალს, ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტული სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი, ექსპერიმენტალური ჩემპიონატი 2016 წელს გაიმართა, (10.03-10.06.2016) რომელშიც მონაწილეობა 8 გუნდმა მიიღო.
საქართველოს ფუტსალის ლიგის რიგით მეორე გათამაშება 2016/17 წ.წ სეზონის ფორმატში გაიმართა (10.11.2016 – 12.06.2017) - 10 გუნდი, ორ წრედ დაუპირისპირდა ერთმანეთს, საუკეთესო ოთხეულმა ფლეი ოფში განაგრძო ასპარეზობა, სადაც გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდა. ორ მოგებამდე გაგრძელდა ფინალური დაპირისპირებაც.
8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ გათამაშებაში, რომლებიც სამ წრედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ოთხმა საუკეთესომ ჩემპონობისთვის განაგრძო ბრძოლა. საბოლოოდ სეზონი მფკ ტატიშვილის ტრიუმფით დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფუტსალში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ გათამაშებაში 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც საუკეთესო ოთხეული პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას, სადაც გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. სამ მოგებამდე გასტანს ფინალური დაპირისპირებაც.