ზაალ ჩიტალაძე: „ლიგის მიზანი ბიზნესისა და სპორტის დაახლოებაა...“

ყველა სიახლე
02 ნოემბერი 2022

ზაალ ჩიტალაძე: „ლიგის მიზანი ბიზნესისა და სპორტის დაახლოებაა...“

საიუბილეო, მეთხუთმეტე სეზონი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში საზეიმო პრეზენტაციით გაიხსნა. 2008 წლიდან დღემდე კომერციულმა სპორტულმა ჩემპიონატმა, რომლის მთავარი ღირებულებაა მეგობრობა, 160-ზე მეტი კომპანია გააერთიანა ჯანსაღი ცხოვრების წესის გარშემო და მონაწილებთან ერთად კვლავ აგრძელებს კორპორატიული სულისკვეთების ამაღლებას.

წილისყრის შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის წამახალისებელი გათამაშება გაიმართა, სადაც ლიგის პარტნიორებმა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული გამარჯვებულები დააჯილდოეს. ოთხ სტუმარს ქართული ღვინის ბრენდისგან „ბოისა“ საჩუქრად გადაეცა ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინო. ლიგის ტექნიკურმა პარტნიორმა #SBMSTORE-მა სამ გამარჯვებულს 100 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. ჩემპიონატის პარტნიორებს შემოუერთდა რესტორანი „სოფიკო“, რომელმაც ლიგის მონაწილეებისთვის 20%-იანი ფასდაკლება დააწესა და ასევე 100 ლარიანი ვაუჩერი გაათამაშა. „ავერსი ფარმასგან“ ორმა იღბლიანმა სტუმარმა მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების ნაკრები მიიღო. ფრანგული საერთაშორისო სპორტული ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში Go Sport Georgia-მ ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ორ სასუვენირო ბურთთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი გაათამაშა. გასული სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის ჩემპიონმა და ლიგის პარტნიორმა „მეამა“-მ გამარჯვებული ამერიკული ყავის აპარატით დაასაჩუქრა.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო სეზონს კიდევ ერთი ახალი პარტნიორი ჰყავს, ლიგის მედია მხარდამჭერი Business Media Georgia (“ბიზნეს მედია საქართველო”) იქნება.

Sbm.ge გთავაზობთ პრეზენტაციის შემდგომ კომენტარებს:

ზაალ ჩიტალაძე, SBM-ის  CEO: „ ლიგის მიზანი ბიზნესისა და სპორტის დაახლოებაა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება და კომპანიებში კორპირატიული სულისკვეთების გაღრმავება. ასევე სპორტი ყოველდღიური სტრესისგან განსატვირთად საუკეთესო საშუალებაა.

ყველა ჩატარებული სეზონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 15 წელის განმავლობაში კომპანიები გვენდოებიან და გვაქვს შესაძლებლობა ერთად  შევქმნათ ლიგის ისტორია. ყოველ წელს ვცდილობთ დავხვეწოთ ლიგის ფორმატი, რათა მეტი კომფორტი შევუქმნათ მონაწილეებს. გამოცდილი გუნდები ძირითად ტურნირში ერთად ითამაშებენ, დებიუტანტები კი საკვალიფიკაციო ლიგაში იასპარეზებენ.

მნიშვნელოვანია გრანდ ლიგის ფორმატიც , სადაც 35 წელს ზემოთ ასაკის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები ასპარეზობენ. ამ მოთამაშეებთან დიდი ხნის ისტორია გვაკავშირებს და ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს მთავარ ფასეულობას - მეგობრობას. მათ ვაძლევთ საშუალებას კვლავ მიიღონ სიამოვნება საყვარელი სპორტის სახეობით და ეს გვახარებს.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს,  მათ შორის   BMG-ის, რომელიც ჩვენი მედია მხარდამჭერია და მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შესახებ“.

ბექა ბაციკაძე, „ბი ემ ჯი“-ს ჟურნალისტი: „ძალიან მოხარულები ვართ, რომ „ბი ემ ჯი“ გახდა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პარტნიორი და ამ მნიშვნელოვან საქმეში ვიქნებით ერთად, რომელიც უკავშირდება ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას. ასევე უკავშირდება სხვადასხვა კომპანიებში კორპორატიული სულისკვეთების ამაღლებას. ერთია მედია პარტნიორობა, რომელიც SBM-თან გვაკავშირებს და მეორე არის საშუალება, რომ ჩვენც ვიყოთ ამ ლიგის მონაწილეები, რაც ასევე ერთი-ორად გვახარებს. მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა, რომელიც BMG-ის თითოეულ წევრს აქვს, ყველა მოხარული იყო, როდესაც გაიგეს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ამბავი, თუნდაც დებიუტანტების რანგში. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენც ვიქნებით სუპერლიგის წევრები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მრავალი გუნდი, რომელიც წლებია პარტნიორობს SBM-თან. განსაკუთრებულად ვემზადებით ჩემპიონატისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი ფორმა, რომელიც მედია ბიზნესში არის საკმაოდ კარგი და კონკურენტული, ასეთივე სპორტულ ფორმაში ვიქნებით BMG-ის გუნდის წარმომადგენლები  ტურნირში და პირველივე წელს მივაღწევთ წარმატებას“.

ნიკოლოზ ავალიანი, რესტორნის „სოფიკო“  დამფუძნებელი: „SBM-თან პარტნიორობა გადავწყვიტეთ, რადგან ეს ორგანიზაცია ორიენტირებულია სპორტული ცხოვრების პოპულარიზებაზე. ჩვენი ბრენდი ყოველთვის უწყობს ხელს ჯანსაღ ცხოვრებას, სპორტულ აქტივობებს და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში არსებობს კომერციული ორგანიზაცია, რომელიც აძლევს სხვა კომპანიებს შესაძლებლობას დაკავდნენ სპორტით. ვაპირებთ, რომ გავიზარდოთ და მალე შევუერთდეთ ჩვენც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგას“.

ვახტანგ დეისაძე, „მეამა“: „ძალიან გვიხარია კიდევ ერთხელ რომ ვიღებთ ტურნირში მონაწილეობას. მოტივირებულები ვართ. წინა სეზონი გამარჯვებით დავასრულეთ და ახლაც ყველას გვინდა მოგება. ვვარჯიშობთ სისტემატურად და ვემზადებით. ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ და მადლობა ორგანიზატორებს ამისთვის. ჩვენ ვმეგობრობთ SBM-თან და სიამოვნებით გადავწყვიტეთ გაგვეთამაშებინა დღეს წამახალისებელ პრიზად მეამას ამერიკული ყავის აპარატი. მსგავსი ფაქტები უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას და დღეს კიდევ ერთი მოთამაშე გავახარეთ ჩვენი ყავის აპარატით. 15 წელი ცოტა დრო არ არის. ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ლიგაა. ძალიან გვიხარია, რომ საიუბილეო სეზონშიც ვიღებთ მონაწილეობას და კიდევ დიდხანს ვიქნებით ამის ნაწილი“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 6 ნოემბერს გაიმართება.

წილისყრის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: sbm.ge/news



  © SBM, 2016-2024