ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-15 სეზონის წილისყრის შედეგები!

ყველა სიახლე
01 ნოემბერი 2022

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-15 სეზონის წილისყრის შედეგები!

1 ნოემბერს სასტუმრო ვინდჰამ გრანდში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო, მეთხუთმეტე სეზონის პრეზენტაცია გაიმართა.

ძირითად ტურნირში, სადაც გუნდები ლიგის რეიტინგის მიხედვით A და B ჯგუფში განაწილდნენ 9-9 მონაწილეა. 6 გუნდით არის დაკომპლექტებული საკვალიფიკაციო ლიგა. 35+ ასაკობრივი კატეგორიის გრანდ ლიგაში კი 4 გუნდი იასპარეზებს.

წილისყრის შემდეგ გუნდებს სატურნირო ცხრილში პირობითი ნომრები მიენიჭათ და პირველი ტურის წყვილები გამოვლინდა:

A ჯგუფი:

  • კროკობეთი vs ჯორჯიან მანგანეზი;
  • ნიკორა vs პატრული;
  • არმია vs დიპლომატ ჯორჯია;
  • საქართველოს ბანკი vs ბეთლაივი;

 

პირველ ტურს გამოტოვებს ბანკი ქართუ

B ჯგუფი:

  • ენერგო-პრო vs ავერსი;
  • აზოტი vs საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
  • ლიბერთი ბანკი vs NS Studio;
  • ფარვანა vs DHL

პირველ ტურს გამოტოვებს მეამა

გრანდ ლიგა:

  • ელპოზო vs McGill;
  • არმია vs ბაქსვუდი

საკვალიფიკაციო ლიგა:

  • მინა vs BMG;
  • სანტე vs ჯაოკენი;
  • ბაზისბანკი vs უკრაინა.

ცვლილებაა ძირითადი ჩემპიონატის ფორმატში. A და B ჯგუფში რეგულარული სეზონი ერთ წრედ წარიმართება. რის შემდეგაც, 8-8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში განაგრძობს ასპარეზობას. A ჯგუფის პლეიოფში გამარჯვებულები სუპერლიგის ნახევარფინალში გადავლენ, წყვილში დამარცხებულები ოქროს ლიგის მოსაგებად იბრძოლებენ, ხოლო B ჯგუფში - გამარჯვებულები ვერცხლის ლიგის ნახევარფინალში კვალიფიცირდებიან, დამარცხებულები კი ბრინჯაოს ლიგის პრიზიორობისთვის ითამაშებენ.

A და B ჯგუფში დარჩენილი მეცხრეადგილოსნები საკვალიფიკაციო ლიგის 6 გუნდს შეუერთდებიან მეოთხედფინალურ ეტაპზე და ამ ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტს 6 ნოემბერს აიღებს.



  © SBM, 2016-2024