თსუ 2-მა ქუთაისის მართვეს სძლია!

ყველა სიახლე
10 აპრილი 2021

თსუ 2-მა ქუთაისის მართვეს სძლია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის VII ტურის შეხვედრები თსუ 2-სა და ქუთაისის მართვეს დაპირისპირებით დასრულდა. მატჩი გარდამავალი უპირტესობით წარიმართა და საბოლოოდ თსუ-მ მეტოქეს 4:2 სძლია.

„ქუთათურებმა“ ანგარიში მეექვსე წუთზე მალხაზ შველიძის გოლით გახსნეს. ლაშა ერქომაიშვილმა წონასწორობა მალევე აღადგინა. მეორე ტაიმის განახლებიდან „სტუდენტები“ წინ გავიდნენ, მაგრამ ამჯერად ანგარიში ირაკლი გვეტაძემ გაათანაბრა. შეხვედრის ოცდამეთექვსმეტე წუთზე თსუ საბოლოოდ გივი მარტყოფლიშვილმა დააწინაურა, საფინალო სირენამდე კი შალვა ცხადაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გივი მარტყოფლიშვილი, თსუ2: „დაძაბული შეხვედრა გამოდგა. ძლიერი მოწინააღმედეგე გვყავდა, ამასთან ერთად, მათ სამმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ. მიუხედავად ჩვენი ცუდი სტარტისა, ფორმაში შევედით და ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. დღევანდელ შეხვედრაში მოგებაზე ვიყავით კონცენტრირებულები, ბოლომდე ვიბრძოდით და ეს დაგვეხმარა გამარჯვებაში.“

მეშვიდე ტურის შემდეგ ბათუმის აკადემიას, თსუ 2-სა და ევროპის უნივერსიტეტს 13-13 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება არმია და მეოთხე პოზიციას იკავებს.



  © SBM, 2016-2024