EU სატურნირო ცხრილის ლიდერს გაუთანაბრდა!
ყველა სიახლეVII ტურის შეხვედრაში ევოპის უნივერსიტეტმა ილიაუნი 2-თან კომფორტული უპირატესობით 5:2 იმარჯვა და 13 ქულით სატურინირო ცხრილის ლიდერს, ბათუმის აკადემიას, გაუთანაბრდა.
„სტუდენტური დერბი“ თავიდანვე EU-ს უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა. ილიაუნიმ წონასწორობა ორჯერ აღადგინა, მაგრამ მეორე ნახევარში მცდელობების მიუხედავად სხვაობის შემცირება ვერ მოახერხა და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან კარლო წვერავამ ჰეთრიკი გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი კუპრეიშვილი, EU: „ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ვემზადებოდით ვარჯიშებზე. დღეს აუცილებლად სამი ქულის ასაღებად გამოვედით. სატურნირო ცხრილში გუნდები ძალიან მჭიდროდ ვართ ქულების მხრივ. გასულ შეხვედრებში უარყოფითი შედეგები გვქონდა და ეს მოგება ფსიქოლოგიურადაც გვჭირდებოდა. პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, თამაში ჩვენი სცენარით მიგვყავდა და უფრო მოტივირებულებიც ვიყავით.“
მეშვიდე ტურის დარჩენილ შეხვედრაში თსუ 2 ქუთაისის მართვეს უმასპინძლებს.