გორის ხუთმატჩიანი წარუმატებელი სერია დასრულდა!

ყველა სიახლე
10 აპრილი 2021

გორის ხუთმატჩიანი წარუმატებელი სერია დასრულდა!

ფუტსალის ლიგა 2-ის VII ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის აკადემია და გორი დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გორელების გამარჯვებით 7:4 დასრულდა, რითაც გუნდმა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ბათუმის აკადემიამ ორი სწრაფი გოლი თამაშის დაწყებიდან ოთხ წუთში მიიღო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ილია ლუკაშვილმა ჰეთრიკი პირველივე ტაიმში გაიფორმა. „მეზღვაურებმა“ ორბურთიანი ჩამორჩენის გაქვითვა  შეხვედრაში ორჯერ მოახერხეს, მაგრამ დავით ტალაშაძემ გორი ოცდამეცამეტე წუთზე დააწინაურა, რასაც ნიკოლოზ სულთანიშვილის დუბლიც მოჰყვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ილია ლუკაშვილი, გორი:“სატურნირო ცხრილში ბოლოს წინა ადგილზე ვიყავით და დიდი მოტივაცია გვქონდა. წინა თამაშებზე გუნდის კაპიტანიც გვაკლდა, ტრავმიანობა იყო. სრულფასოვანი ვარჯიშები აღვადგინეთ და შემადგენლობის მხრივაც პრობლემები არ გვქონია დღეს. ეს ყველაფერი აისახა შეხვედრაზე. მეტოქეს არ ჰქონდა ჩვენთვის მნიშვნელობა, ეს სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. ჩვენი თამაში ვიპოვეთ როგორც იქნა და კიდევ უფრო დიდი იმედები გვაქვს მომავალში.“

მალხაზ შამილაძე, ბსსა:„ორი შეხვედრაა ვაგებთ. ამის ძირითადი მიზეზი გუნდში ტრავმიანობაა. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ თამაში გვიჭირს როგორც ჩანს, რადგან ორივე მარცხი იმ თამაშში გვაქვს, როცა პირველი გოლი ჩვენ გავუშვით. ამ მრივ სამუშაო გვაქვს. ანგარიშის შენარჩუნებაზე მაინც შეგვეძლო თამაში 4:4-ზე მაგრამ ცოტა დაბნეულები ვიყავით ბოლო წუთებში, დროს ვეღარ ვაკონტროლებდით. წითელმა ბარათმაც დიდი როლი ითამაშა, რომელიც ჩვენი უყურადღებობის გამო მივიღეთ.“

ტურის დარჩენილ შეხვედრებში ევროპის უნივერსიტეტი ილიაუნი 2-ს ეთამაშება, თსუ 2 კი ქუთაისის მართვეს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024