არმიამ UG-სთან ერთბურთიანი სხვაობით იმარჯვა!

ყველა სიახლე
10 აპრილი 2021

არმიამ UG-სთან ერთბურთიანი სხვაობით იმარჯვა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის VII ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში საქართველოს უნივერსიტეტი არმიას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 3:2 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში „სტუდენტებმა“ გახსნეს, მაგრამ „ძალოვნებმა“ ნახევარ წუთში წონასწორობა აღადგინეს და მელევე წინ გავიდნენ. მეორე ტაიმში UG-მ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა ირაკლი ლატარიამ ოცდამეხუთე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ირაკლი ლატარია,არმია: „საქართველოს უნივერსიტეტი კარგი გუნდია, ველოდით მათთან დაძაბულ შეხვედრას. ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, ამიტომაც მოვიგეთ მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობით. მეტოქესაც ჰქონდა შანსები, მაგრამ ფიზიკურობის ხარჯზე ვაჯობეთ. პირველი წრის ბოლო შეხვედრაში ილიაუნის შევხვდებით და მათთანაც ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, ვფიქრობ, უფრო რთული მატჩი გველის წინ.“

VII ტურის სხვა შეხვედრებში ბათუმის აკადემია გორს ეთამაშება, ილიაუნი 2 ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, თსუ 2 კი ქუთაისის მართვეს უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024