ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-13 სეზონი დაიწყო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეცამეტე სეზონმა აიღო. B ჯგუფის მატჩში ავერსი დებიუტანტ NGT-ის დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით, 8:0 სძლია. გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით პაატა ლეჟავა დაეხმარა.
სეზონის სასტარტო მატჩში, A ჯგუფის შეხვედრაში, ერთმანეთს საქართველოს ბანკი და ენერგო-პრო დაუპირისპირდნენ. „ენერგეტიკოსებმა“ კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს ორბურთიანი უპირატესობით სძლიეს. მეცამეტე სეზონის პირველი გოლის ავტორი ილია თოლორდავა გახდა, რომელსაც ესპანური ბრენდი ჯომასგან საჩუქრად ლიგის ექსკლუზიური ბურთი გადაეცა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ილია თოლორდავა, ენერგო-პრო:“პანდემიიდან და შეზღუდვებიდან გამომდინარე, გვიან დავიწყეთ სეზონისთვის მომზადება. მეტოქე გუნდიც არ იყო ფორმაში და ჩვენ უფრო გაგვიმართლა, მეტად დისციპლინალურად ვითამაშეთ. განახლებულ ფორმატს დადებითად შევაფასებდი, ყველა გუნდმა უნდა მოსინჯოს თავისი ძალები და ახლა მეტად დაბალანსებულია სიძლიერე. კარგი წამოწყებაა, ყველა გუნდი იმ ჯგუფშია, რომლის დონესაც შეესაბამება და შემდეგ უკვე თამაშის ხარისხი განაპირობებს ვინ რომელი ლიგის პლეიოფში ითამაშებს. მეცამეტე სეზონი, ვფიქრობ, ბევრად უფრო სანახაობრივი იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.“