არმიამ სატურნირო ცხრილის ლიდერი დაამარცხა!

ყველა სიახლე
03 აპრილი 2021

არმიამ სატურნირო ცხრილის ლიდერი დაამარცხა!

ფუტსალის ლიგა 2-ის VI ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს არმია და სატურინირო ცხრილის ლიდერი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში მეორე ტაიმის სტარტამდე უპირატესობა გარდამავალი იყო, მაგრამ „ძალოვნებმა“ წინ გასვლა და მატჩის მოგება შეძლეს, ანგარიშით 8:3. ამ შედეგით ბათუმის აკადემიამ პირველი მარცხი იწვნია, არმიამ კი სატურნირო ცხრილის ლიდერი დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ნიკა მოისწრაფიშვილმა გახსნა და ბსსა დააწინაურა. მეთვრამეტე წუთზე არმიამ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში „მეზღვაურები“ კვლავ წინ გავიდნენ, მაგრამ „ძალოვნებმა“ ანგარიში გაათანაბრეს და სხვაობაც სოლიდურად გაზარდეს. მათი რიგებიდან ორ-ორი ბურთია ბაკურ ნანეიშვილის, შმაგი ჭოხონელიძისა და ლაშა ფოფხაძის ანგარიშზე. ბათუმის აკადემიის მხრიდან ორი ბურთი რეზო მალაყმაძემ გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლაშა ფოფხაძე, არმია: „ძალიან სანახაობრივი და კარგი შეხვედრა იყო, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. თავდაპირველად ცოტა დაძაბულები ვიყავით, მაგრამ შემდეგ უფრო თავისუფლად დავიწყეთ თამაში. ბოლომდე ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე მოვიგეთ. ძალიან გვჭირდებოდა ეს გამარჯვება. ბათუმის აკადემია სატურნირო ცხრილის ლიდერია და ესეც მათზე ბევრს მეტყველებს. ბევრი მომენტი ჰქონდათ, რომელიც ვერ გამოიყენეს, რაშიც ჩვენმა მეკარემ დიდი როლი ითამაშა.“

VI ტურის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისის მართვე საქართველოს უნივერსიტეტს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024