თსუ 2-მა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა!

ყველა სიახლე
03 აპრილი 2021

თსუ 2-მა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის VI ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს ევროპის უნივერსიტეტი და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. „სტუდენტური დერბი“ თსუ-ს გამარჯვებით 3:1 დასრულდა და გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთს გაუთანაბრდნენ.

შეხვედრაში ანგარიში ბექა მურღულმა მეთხუთმეტე წუთზე გახსმა. ტაიმის დასრულებამდე შალვა ცხადაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მესამე გოლი საბა გოგოლაძის ანგარიშზეა. EU-ს მხრიდან ერთადერთი ბურთი კარლო წვერავამ გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბექა მურღული, თსუ 2:“მეტოქემ თავი კარგად წარმოაჩინა. სეზონის სტარტთან შედარებით, თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ. ვარჯიშების წყალობით, შეხვედრის განმავლობაში ჩვენი მომენტების რეალიზებას უფრო მეტად ვახერხებთ, რის შედეგადაც ზედიზედ მესამე თამაშია ვიგებთ. დაცვაში კარგად ვიდექით, მაგრამ ის ერთი გოლი უპირატესობით შეტევისას გაგვიტანეს. ამ კომპონენტზე ჯერაც სამუშაო გვაქვს. პლეიოფში შესასვლელად დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.“

დღის სხვა შეხვედრებში არმია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ეთამაშება, ქუთაისის მართვე კი საქართველოს უნივერსიტეტს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024