ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-13 სეზონი განახლებული ფორმატით იწყება!

ყველა სიახლე
01 აპრილი 2021

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-13 სეზონი განახლებული ფორმატით იწყება!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მე-13 სეზონი სტარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 4 აპრილს აიღებს. ახალი სეზონი სრულიად განახლებული ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 26 კომპანიის სამოყვარულო გუნდი მიიღებს. 2020/21 წ.წ. სეზონის წილისყრა პირველ აპრილს გაიმართა, რომელიც პანდემიის გამო არასტანდარტულ გარემოში, ონლაინ ფორმატით ჩატარდა.

2020 წელს სპორტულმა სააგენტო SBM-მა ლიგის ისტორია ციფრებში გამოსახა და შეიქმნა რეიტინგი, სადაც 2008 წლიდან მოყოლებული ყველა მონაწილეს ქულათა სისტემის საფუძველზე  მინიჭებული აქვს შესაბამისი ადგილი, რომელიც სხვადასხვა რანგის ლიგაში მოპოვებული საპრიზო ადგილების მიხედვით განისაზღვრა. წლევანდელი სეზონის ფორმატი სწორედ ამ რეიტინგზე იქნება დაფუძნებული.

ჩემპიონატის მონაწილეები, SBM-ის რეიტინგის მიხედვით, 4 კალათაში გადანაწილდნენ, საიდანაც შეიქმნა A, B, C, და D ჯგუფები. წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, ჯგუფში დაკავებული I-II, III-IV, V-VI ადგილების შესაბამისად, გუნდები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგის პლეიოფში ითამაშებენ. ¼ ფინალური შეხვედრები ორ მატჩიანი იქნება, ისევე, როგორც ნახევარფინალური დაპირისპირებები.

ტრადიციულად, ჩატარდება თასის გათამაშება, რომელსაც სახელობითი სპონსორი ჰყავს.  ჯგუფში მე-7 ადგილზე გასულები და პლეიოფის პირველ ეტაპზე გამოთიშული 12 გუნდი კავკასიის ავტოიმპორტის თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო დღე 4 აპრილს გაიმართება. ერთმანეთს A, B და C ჯგუფის წყვილები შეხვდებიან. წილისყრის შედეგად სეზონის პირველ მატჩში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან: ევროპაბეთი-INSTA, საქართველოს ბანკი-ენერგო-პრო, აჭარაბეთი-კროკობეთი, არმია-NS Studio, TTC-დიპლომატ ჯორჯია, ავერსი-NGT, სფფ-მიქსორი, ქართუ ბანკი-ფარვანა, CAI-ნიკორა.

ძალაში რჩება პანდემიის პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვა თამაშებზე დასწრებასთან დაკავშირებით და ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. გულშემატკივარს სიახლეების მისაღებად შეუძლია თვალი ადევნოს sbm.ge-სა და ლიგის ოფიციალურ Facebook გვერდს.



  © SBM, 2016-2024