ბსსა-მ დაძაბულ შეხვედრაში UG-ის სძლია!

ყველა სიახლე
27 მარტი 2021

ბსსა-მ დაძაბულ შეხვედრაში UG-ის სძლია!

ფუტსალის ლიგა 2-ის V ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი და საქართველოს უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. დაძაბული და დინამიკური შეხვედრა ოცდამეათე წუთამდე ფრედ 4:4 მიმდინარეობდა. ბსსა-მ დარჩენილ დროში წინ გასვლა მოახერხა და საბოლოოდ 6:4 იმარჯვა.

„მეზღვაურების“ სამბურთიანი გაქცევის მიუხედავად „სტუდენტებმა“ ჩამორჩენა შეამცირეს. მეოთხე გაშვებული გოლის შემდეგ  ნიკა გაბეხაძისა და გრიგოლ ბოხაშვილის დუბლით UG-მ წონასწარობა აღდგინა, მაგრამ ხვიჩა თურმანიძემ BSMA კვლავ დააწინაურა. მატჩის დასრულებამდე გიორგი აბუსელიძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და საბოლოო შედეგი, 6:4 დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზოვთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა გაბეხაძე, UG: „თავიდან ცუდად დავიწყეთ, მეტოქეს სამბურთიანი გაქცევა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მოვინდომეთ და ანგარიშის გათანაბრება შევძელით. სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაში ქულაც ვერ მოვიპოვეთ, რადგან 4:4-ზე დავიჯერეთ, რომ ვიგებდით და სათანადოდ არ შევაფასეთ გარემოება. ბათუმის აკადემია ძალიან ძლიერია, თამაშის ტემპში ავყევით. დაცვაში კარგად ვიდექით და კონტრშეტევებში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მომენტებს ბოლომდე ვერ ვასრულებდით, რის გამოც, დავმარცხდით.“

ხვიჩა თურმანიძე, ბსსა:“პირველ ტაიმში მატჩი ჩვენი დაგეგმილი სცენარით წარიმართა. მწვრთნელის დარიგებები და დავალებები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. შემდეგ ცოტა მოვდუნდით და საკუთარ კარში გოლებიც მივიღეთ. მეორე ტაიმში, შეიძლება ითქვას, მეტოქემ შეტევაში გვაჯობა. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ და ბოლომდე თამაში შეგვიძლია, ეს ყველაფერი დღესაც გამოჩნდა.“

დღის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივი მართვე და ევროპის უნივერსიეტეტი ხვდებიან.



  © SBM, 2016-2024