"სტუდენტების" მორიგი სამი ქულა!

ყველა სიახლე
21 მარტი 2021

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის შეხვედრები არმიასა და  თსუ 2-ის დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ მატჩში „სტუდენტებმა“ 6:4 იმარჯვეს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 2:2 დასრულდა. ტაიმის განახლებიდან მალევე ორი წუთის ინტერვალში თსუ ორი ბურთით დაწინაურდა. დავით კოხრეიძემ ოცდამეთერთმეტე წუთზე გატანილი გოლით დუბლი გაიფორმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თსუ-მ კვლავ მოახერხა გაქცევა და საბოლოოდ სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ლაშა ერქომაიშვილმა აქტივში დუბლი მიითვალა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2:“ცუდი სტარტი გვქონდა სეზონის დასაწყისში, მაგრამ უკვე ფორმაში შევდივართ. დაშვებულ შეცდომებზე ვმუშაობთ და ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. ვაპირებთ, ასე გავაგრძელოთ და ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. დაძაბული მატჩი იყო. ბოლო მომენტში უფრო ყურადღებით და მონდომებით ვიყავით, რაც სამი ქულის მოპოვებაში დაგვეხმარა. მწვრთნელის მითითებებს მაქსიმალურად ვასრულებთ, ვარჯიშებზე ვამუშავებთ ტაქტიკებს და დღეს ეს ყველაფერი აისახა ჩვენს თამაშში.

ფუტსალის ლიგა 2-ის V ტურის შეხვედრები 27 მარტს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024