EU თასის გათამაშების ¼ ფინალშია!

ყველა სიახლე
13 მარტი 2021

EU თასის გათამაშების ¼ ფინალშია!

ფუტსალის ლიგის თასის გათამაშების ¼ ფინალში ლიგა 2-დან არმია და ევროპის უნივერსიტეტი იასპარეზებენ. II საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში EU-მ ქუთაისის მართვე კომფორტული ანგარიშით 7:4 დაამარცხა და თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ კარლო წვერავამ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და „სტუდენტებმა“ გამარჯვებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. გუნდს თასის საგზურის მოპოვებაში სამი ბურთით გიორგი ქურხული დაეხმარა. მართვეს რიგებიდან ორი გოლი მალხაზ შველიძემ გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

აველო კიკვაძე, EU:”კარგი და სანახაობრივი თამაში იყო. ველოდით რთულ შეხვედრას. პირველი ტაიმი უფრო დაძაბული გამოვიდა, მაგრამ გარდამტეხი მომენტი მაინც 4-3-ის შემდეგ დაწინაურება გამოდგა. ფსიქოლოგიური  უპირატესობაც მოვიპოვეთ, რაც დაგვეხმარა გამარჯვებაში. შეტევაში უფრო ორგანიზებულები ვიყავით და დამუშავებული ტაქტიკები გვქონდა. მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ. უფრო ძლიერი მეტოქეები გვეყოლება და შევეცდებით, მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ.“

არმია და ევროპის უნივესიტეტი უმაღლესი ლიგის 6 გუნდს შეურთდებიან და ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში მათთან ერთად იასპარეზებენ.



  © SBM, 2016-2024