არმია ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში იასპარეზებს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუსალის ლიგის თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს. არმიასა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაპირისპირება „ძლოვნების“ გამარჯვებით 5:1 დასრულდა და არმიამ თასის გათამაშების საგზური მოიპოვა.
შეხვედრის პირველ ნახევარში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა არმიამ თამაშის განახლებიდან მალევე კიდევ უფრო გაზარდა, მატჩის ოცდამეჩვიდმეტე წუთზე კი ლაშა ფოფხაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი ბაკურ ნანეიშვილმა გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ბაკურ ნანეიშვილი, არმია:“დღეს ყველან დავიხარჯეთ. მაქსიმუმი ჩავდეთ ამ თამაშში და თასის გათამაშებაშიც გავედით. ვიცოდით, რომ ბსსა კარგი გუნდია, ისეთ მეტოქეებს მოუგო, როგორიც, მაგალითად, ილიაუნია და დაძაბულ შეხვედრას ველოდით. არ გვეგონა, ასეთი უპირატესობით თუ მოვიგებდით. თასზე თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. მოგეხსენებათ, სამოყვარულო ჩემპიონატიდან ვართ გადმოსულები. ყველა შეხვედრა ჩვენთვის ახალი გამოცდილებაა და ვიზრდებით. იმედი გვაქვს, უმაღლესი ლიგის გუნდებთანაც კარგ შეხვედრას ვაჩვენებთ.“
თასის გათამაშების ¼ ფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა ევროპის უნივერსიტეტსა და ქუთაისის მართვეს შორის გაირკვევა.