თსუ 2-მა პირველი გამარჯვება გორთან მოიპოვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის მორიგი შეხვედრა გაიმართა. V ტურის მატჩში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის მეორე გუნდი და გორი დაუპირისპირდნენ. „სტუდენტებმა“ მეტოქე 2:1 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
თსუ-მ საბა გოგოლაძის დუბლით ორბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. გორელებმა ოცდამეთხუთმეტე წუთზე ილია ლუკაშვილის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ დარჩენილ დორში წონასწორობის აღდგენა ვერ შეძლეს და ზედიზედ მესამე მარცხი იწვნიეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
საბა გოგოლაძე, თსუ2:“თავიდან სწრაფი გოლი გავიტანეთ და შემდეგ ცოტა მოვდუნდით, მაგრამ დღეს გამარჯვების განწყობა გვქონდა და ეს ნამდვილად დაგვეხმარა. ძალიან გვჭირდებოდა წარმატებული შედეგი, მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ პლეიოფისთვის საბრძოლველად. გორი კარგი მეტოქეა, ბოლოს ანგარიშის გათანაბრების საშიშროებაც იყო, მაგრამ საბოლოოდ ფორტუნა ჩვენს მხარეს აღმოჩნდა. დღეს მეკარეს დიდი როლი ჰქონდა ჩვენს თამაშში, ბევრჯერ გადაარჩინა გუნდი. შევდივართ ფორმაში და აუცილებლად ვიბრძოლებთ პლეიოფისთვის, შემდეგ კი, ჩემპიონობისთვის.“
ილია ლუკაშვილი, გორი:“თსუ ჩვენზე დიდი ხანია, რაც ფუტსალს თამაშობს და მეტი გამოცდილება აქვთ. წინა თამაშში გუნდის კაპიტანი გვაკლდა, ვარჯიშებზე წამყვანი მოთამაშეებიც ვერ ახერხებდნენ მომზადებას შიდა პრობლემების გამო წარუმატებელი სერია გაგვიგრძელდა. ვცდილობთ, გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. გასულ სეზონზეც ასე წარიმართა მოვლენები, თავიდან გაგვიჭირდა მოგება, მაგრამ შემდეგ პლეიოფში გავედით, ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ ასე იქნება.“
დღის განმავლობაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართება. არმია ბსსა-სა და EU მართვეს დაპირისპირების გამარჯვებულები თასის გათამაშების ¼ ფინალებს შეუერთდებიან.