მართვემ გორი დიდი ანგარიშით დაამარცხა!

ყველა სიახლე
06 მარტი 2021

მართვემ გორი დიდი ანგარიშით დაამარცხა!

ქუთაისის მართვემ ფუტსალის ლიგა 2-ის III ტურის შეხვედრაში გორი დიდი ანგარიშით 9:3 დაამარცხა და ჩემპიონატში პირველი სამი ქულა მოიპოვა.

შეხვედრის მეათე წუთზე ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ „ქუთათურებმა“ უპირატესობა მალევე მოიპოვეს და მეტოქე საბოლოოდ კომფორტული უპირატესობითაც დაამარცხეს. ირაკლი გვეტაძე გუნდს გამარჯვებაში სამი ბურთით დაეხმარა, ალექსანდრე კობოსნიძემ კი დუბლი გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლაშა გელოვანი, მართვე:“იოლი თამაში გამოვიდა, დიდი ანგარიშით ვიმარჯვეთ, რასაც არ ველოდით ნამდვილად. გორი კარგი გუნდია, მაგრამ დღეს თითქოს ცოტა გადაღლილები იყვნენ, შეთამაშება აკლდათ. შეიძლება ითქვას, სწრაფმა გოლებმა განაპირობა მოწინააღმდეგის მოტივაციის დაქვეითება. შემდეგ უკვე დისციპლინისა და ფსიქოლოგიური განწყობის ხარჯზე ვაჯობეთ. თამაშის ხარისხს ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ და მალე შესაბამის ფორმაშიც ვიქნებით.“

III ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტი და თსუ 2 უპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ჯერ არც ერთ მათგანს ჩემპიონატში ქულა არ აქვს მოპოვებული.



  © SBM, 2016-2024