არმიას პირველი მარცხი ლიგა 2-ში!

ყველა სიახლე
06 მარტი 2021

არმიას პირველი მარცხი ლიგა 2-ში!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალი ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის III ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მარჩში ერთმანეთს ევროპის უნივერსიტეტი და არმია დაუპირისპირდნენ. დაძაბული თამაში EU-ს გამარჯვებით 5:3 დასრულდა და „ძალოვნებმა“ პირველი მარცხი იწვნიეს.

„სტუდენტები“ გიორგი ქურხულის დუბლით პირველივე წუთებზე დაწინაურდნენ. არმია მეტოქეს მაქსიმალურად მიუახლოვდა, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრა და EU-მ კვლავ შეძლო გაქცევა, საბოლოოდ კი ორურთიანი უპირატესობით იმარჯვა. გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით აველო კიკვაძეც დაეხმარა. არმიას რიგებიდან ორი ბურთი გიგა ბერაიამ გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ქურხული, EU:”არმია ჩემპიონატში ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია და ველოდით დაძაბულ შეხვედრას. დღევანდელი შედეგი ჩვენს გუნდზე ფსიქოლოგიურადაც დადებითად იმოქმედებს. შეიძლება ითქვას, ტაქტიკურად მეტოქეზე კარგად და დალაგებულად ვითამაშეთ. გამოვიყენეთ მომენტები და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. შეხვედრაში ორი გარდამტეხი ეპიზოდი იყო, პირველი - მატჩის დასაწყისში ორი სწრაფი გოლი და მეორე - 3:2-ზე ფსიქოლოგიურად არ გავტყდით და კიდევ უფრო დავწინაურდით. ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრაში გამარჯვებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“



  © SBM, 2016-2024