არმიამ გორი პენალტების სერიაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
27 თებერვალი 2021

არმიამ გორი პენალტების სერიაში დაამარცხა!

ფუტსალის ლიგის თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს არმია და გორი დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. მეორე ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც „ძალოვნებმა“ 3:2 იმარჯვეს.

შეხვედრაში ანგარიში გორელებმა გახსნეს და წონასწორობის აღდგენის შემდეგ, კვლავ მოახერხეს დაწინაურება. არმიამ ერთბურთიანი სხვაობა ავტოგოლით აღმოფხვრა, რასაც გიგა ბერიას მხრიდან მეორე გოლიც მოჰყვა და კაპიტანმა გუნდი წინ გაიყვანა. ნიკოლოზ სულთანიშვილმა თამაშის დარულებამდე ორი წუთით ადრე ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად გამოიყენა, ჰეთრიკი გაიფორმა და შეხვედრა პენალტების სერიაში გადაიზარდა, სადაც „ძალოვნებმა“ მეტოქე დაამარცხეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ირაკლი ლატარია, არმია:“გასულ კვირას ვეთამაშეთ გორს და კომფორტული უპირატესობით დავამარცხეთ, ამიტომ დღეს ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდით. დაძაბული თამაში გამოვიდა. ბევრი მოთამაშე ტრავმირებულია, რის გამოც, გაგვიჭირდა დღეს გამარჯვება, მაგრამ მთავარ მიზანს მაინც მივაღწიეთ. ისეთი შეცდომები დავუშვით, რაც მომავალში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი მეტოქე ილიაუნი ან ბსსა იქნება, შანსები ორივესთან თანაბრად გვექნება. ვფიქრობ, რომ ილიაუნი ჩემპიონატში ყველაზე სწორ ფუტსალს თამაშობს და ალბათ, მათ ვიხილავთ მომდევნო ეტაპზე ჩვენს წინააღმდეგ.“

არმიას მეტოქე ილიაუნი 2-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდს შორის გარიკევევა.



  © SBM, 2016-2024