"მეზღვაურების" ზედიზედ მეორე გამარჯვება!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის II ტურის შეხვედრებმა სტარტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდისა და თსუ 2-ის დაპირისპირებით აიღო. მატჩი ბსსა-მ მინიმალური უპირატესობით 2:1 იმარჯვა.
პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. გოგიტა აბულაძემ ბათუმელები დააწინაურა, მაგრამ მალევე ავტოგოლით წონასწორობა აღდგა. მეორე ტაიმში თსუ-მ მცდელობების მიუხედავად წინ გასვლა ვერ შეძლო. ოცდამეცხრე წუთზე „მეზღვაურების“ შვიდიანმა მეორე გოლიც შეაგდო და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გოგიტა აბულაძე, ბსსა: „ვიცოდით, რომ დღეს ღირსეული მოწინააღმდეგე გვეყოლებოდა. ველოდით დაძაბულ შეხვედრას და გამარჯვების იმედიც გვქონდა. საბოლოო ჯამში, კარგი თამაში გამოვიდა და კმაყოფილები ვართ. ბოლო წუთებში მეტოქე უპირატესობით გვიტევდა, რაც ჩვენთვის ახალია და ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს მსგავსი ტიპის თავდაცვაზე, მაგრამ კარის მშრალად შენახვა მაინც მოვახერხეთ.“
ლაშა ერქომაიშვილი, თსუ 2: „ვიცოდით, რომ მეტოქე დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა. ნამდვილად გვქონდა მომენტები, ბოლო წუთებშიც, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. გაგვიჭირდა მობილიზება და უკვე მეორე თამაშია ქულა არ აგვიღია. აუცილებლად ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე და მომავალ შეხვედრებში გამარჯვებასაც მოვიპოვებთ.“
დღის განმავლობაში ერთმანეთს არმია-გორი, მართვე-ილიაუნი 2 და საქართველოს უნივერსიტეტი-ევროპის უნივერსიტეტი დაუპირისპირდებიან.