ლიგა 2 ილიაუნის გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
13 თებერვალი 2021

ლიგა 2 ილიაუნის გამარჯვებით დაიწყო!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონმა სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „სტუდენტური დერბით“ აიღო. თსუ 2-სა და ილიაუნი 2-ის დაპირისპირება ილიას დამაჯერებელი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში საბა მაჩიტიძემ გახსნა და მეთხუთმეტე წუთისთვის ილიაუნი ორი გოლით ლიდერობდა. საბა გოგოლაძემ პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ თამაშის განახლებიდან მალევე გურამ ნადარეიშვილმა დუბლი გაიფორმა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. მატჩის დასრულებამდე აქტივში თითო გოლი ლაშა კურტანიძემ და ნიკოლოზ ბოლქვაძემაც მიითვალეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გურამ ნადარეიშვილი, ილიაუნი 2: „პირველ რიგში, ვულოცავ ყველას სეზონის დაწყებას. გუნდი ახალი შემდგარია, ნაწილი ძველი მოთამაშეებიც ვართ, მაგრამ ბევრი ახალწვეულიც შემოგვიერთდა. კარგი სატრტი გამოგვივიდა. სეზონის გამარჯვებით დაწყება სასიამოვნოა. ნაცნობი და პრინციპული მეტოქე გვყავდა, მადლობა მათ დაძაბული თამაშისთვის. ვფიქრობ, მონდომების ხარჯზე ვაჯობეთ.“

საბა გოგოლაძე, თსუ 2: „დიდი პაუზა გამოგვივიდა სეზონის დაწყებამდე. თამაშის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომელთა გამოსწორებაც ვერ მოვახერხეთ. მეტოქემ ისარგებლა ამ მდგომარეობით და მომენტების რეალიზება შეძლო. ვეცდებით, გავაანალიზოთ ყველაფერი და შემდეგი შეხვედრებისთვის უკეთ მოვემზადოთ. ჩვენმა კაპიტანმა და მეკარემ წითელი ბართი მიიღო, შემდეგ მატჩზე ძალიან დაგვაკლდება, რადგან ის ნამდვილად დიდი ძალაა გუნდისთვის.“

დღის განმავლობაში ერთმანეთს ევროპის უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი, არმია-ქუთაისის მართვე და გორი-საქართველოს უნივერსიტეტი დაუპირისრდებიან.



  © SBM, 2016-2024