დაღლილი ლიდერი მაინც იგებს!

ყველა სიახლე
18 მარტი 2017

დაღლილი ლიდერი მაინც იგებს!

17 მარტს, საქართველოს ფუტსალის ლიგის XII ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

თბილისური სათამაშო დღე მფკ მგლებისა და თბილისი ვარიორსის დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც მოლოდინისამებრ უხვგოლიანი გამოდგა და მგლების გამარჯვებით 11:6 დასრულდა. ამ გამარჯვებით „მტაცებლებმა“ 17 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში აფხაზეთთან ერთად IV-V ადგილებს იყოფენ, თუმცა“ზღვისპირელებს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მოსალოდნელი შედეგით, თუმცა მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა გათამაშების ერთპიროვნული ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირება. მფკ ტატიშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს 3:1 სძლია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფუტსალის ეროვნული ნაკრების მიერ თურქეთთან ჩატარებული ამხანაგური მატჩების შემდეგ, „მედიკოსების“ ფეხბურთელებს ფაქტიურად დასვენების გარეშე მოუწიათ კალენდარული მატჩის ჩატარება, რამაც გარკვეულწილად ითამაშა კიდეც თავისი როლი, ვინაიდან მფკ ტატიშვილი ქვეყნის მთავარი გუნდის ძირითადი ბირთვითაა დაკომპლექტებული. თავის მხრივ არც „სტუდენტებს“ უნდა დავუკარგოთ დამსახურება და რომ არა რიგ მომენტებში უიღბლობა და სათამაშო კლასის ნაკლებობა, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად ენერვიულებინათ „მრისხანე“ მეტოქე.

ტურის და ჩემპიონატის ნამდვილი მშვენება გამოდგა სათამაშო დღის დასკვნითი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მფკ აგორა და თბილისი დაუპირისპირდნენ. ამ ტურის წინ აგორა 21 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა, მათ მეტოქე კი პლეიოფში მოსახვედრად გაცილებით რთული ამოცანის წინაშე იდგა და შესაბამისად ყველა შეხვედრაში ჰაერივით საჭირო ქულებისთვის უწევს ბრძოლა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდს ქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რიგ ეპიზოდებში „დედაქალაქელები“ აშკარად ჯაბნიდნენ მეტოქეს და რომ არა მათი შემტევების უზუსტობა დასკვნით ფაზაში, მატჩი გაცილებით სხვა სცენარით წარიმართებოდა. პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე გავიდა, ლაშა კვალიაშვილმა აგორა დააწინაურა - 1:0. სტატუსკვო მეორე ნახევრის სტარტზევე აღდგა, „თბილისის“ რიგებში უდადოდ საუკეთესო ნიკოლოზ ღუდუშაურმა, ოთარ კუხალეიშვილის ბრწყინვალე გარღვევა და ზუსტი პასი აქცია გოლად  - 1:1. შეტევაში აქტიურ თამაშს, დაცვაში ორი უხეში შეცდომა მოყვა და ჯერ ლაშა კვალიაშვილმა შეასრულა დუბლი, ხოლო მალევე გიორგი ალავიძემ აგორას უპირატესობა ორ ბურთიანი გახადა - 3:1. ერთი შეხედვით არც თუ სახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, თბილისის ფეხბურთელები არ დაიბნენ და აქტიურად განაგრძეს თამაში. 32-ე წუთზე იმავე ნიკოლოზ ღუდუშაურმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა მინიმალური გახადა - 3:2. ზუსტად ორ წუთში კი, ლამის უკვე ტრადიციად ქცეული გოლი-შედევრი ვასილ მარუაშვილის შესრულებით და ანგარიში საყაიმო ხდება 3:3. ისევე როგორც ეს გოლი, წინა ტურშიც დინამო ბათუმის კარში გატანილი ჯარიმა სეზონის საუკეთესო გოლის პრეტენდენტია. ამის შემდეგაც თბილისი გაცილებით ახლოს იყო სამი ქულის მოპოვებასთან, თუმცა მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ანგარიში არ შეცვლილა. თბილისი მხოლოდ ერთი ქულით მიუახლოვდა ოთხეულს, ხოლო აგორა დამაჯერებლად იკავებს ადგილს სამეულში.

17.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XIIტური

მფკ მგლები  - მფკ თბილისი ვარიორსი 11:6 (3:2)

გოლები: 05:26’ ძაგანია (1:0), 06:10’ ალფონსე ები (1:1), 08:46’ ძაგანია (2:1), 14:07’ გოგოლიძე (2:2), 17:11’ მაჭარაშვილი (3:2), 21:39’ მელანაშვილი (4:2), 22:21’ ალფონსე ები (4:3), 22:41’ მაჭარაშვილი (5:3), 23:24’ ქსოვრელიშვილი (6:3), 23:45’ გიორგობიანი (7:3), 25:41’ ალფონსე ები (7:4), 27:24’ გიორგობიანი (8:4), 30:48’ მაჭარაშვილი (9:4), 33:28’ გიორგობიანი (10:4), 35:50’ ალფონსე ები (10:5), 37:02’ ქსოვრელიშვილი ს.კ(10:6), 39:46’ ქსოვრელიშვილი (11:6)

 

მფკ იბსუ - მფკ ტატიშვილი 1:3 (0:2)

გოლები: 09:49’ მურცხვალაძე (0:1), 15:26’ სიგუნავა (0:2), 22:40’ კობაიძე (0:3), 34:05’ მამაცაშვილი (1:3)

 

მფკ აგორა - მფკ თბილისი (1:0)

გოლები:15:15’ კვალიაშვილი (1:0), 21:16’ ღუდუშაური (1:1), 26:58’ კვალიაშვილი (2:1), 29:22’ ალავიძე (3:1), 31:45’ ღუდუშაური (3:2), 33:44’ მარუაშვილი (3:3)

გაფრთხილება: 28:42’ კუხალეიშვილი (თბ), 33:30’ ჩერნიშევი (აგო), 38:05’ ბიწაძე (თბ)

 

ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 25, სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 24, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი) – 19, დავით ბობოხიძე (ტატიშვილი) – 17

 

რაც შეეხება XII ტურის კიდევ ორ შეხვედრას, დინამო (ბთ)-მფკ აფხაზეთი და ბსუ (ბთ) - სტუ-თელასი, ერთმანეთს ბათუმში 1 მაისს დაუპირისპირდებიან.

 

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

 

სპორტულისააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024