JOMA-ს ბომბარდირი ბარსელონას თამაშს კამპ ნოუზე დაესწრება!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის დაძაბული და სანახაობრივი სეზონი დასრულდა.
პანდემიით გამოწვეული რვათვიანი პაუზის შემდეგ პლეიოფის შეხვედრები 11 ოქტომბერს განახლდა. 7 და 8 ნოემბერს კი თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფინალურ დაპირისპირებებს უმასპინძლა.
მთელი წლის მანძილზე, ბრინჯაოს, ვერცხლის ოქროსა და სუპერლიგის გუნდები ესპანური სპორტული ბრენდი JOMA-ს მიერ დაწესებული პრიზისთვის იბრძოდნენ. JOMA-ს ბომბარდირი კავკასიის ავტო იმპორტის კაპიტანი, ლაშა ჯოხაძე, გახდა, რომელმაც JOMA-ს სპორტული ფეხსაცმლით ყველაზე მეტი, 30 გოლი, გაიტანა. იგი ლიგის პარტნიორისგან ბარსელონას თამაშის ორი ბილეთი + ავია ბილეთებით დასაჩუქრდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაცია განიმუხტება, ფრენები აღდგება და ლა ლიგის მატჩებზე გულშემატკივარს დაუშვებენ, ლაშა ჯოხაძე კამპ ნოუზე ბარსელონას თამაშს დაესწრება.
Sbm.ge გთავაზობთ დაჯილოდების შემდგომ კომენტარს:
ლაშა ჯოხაძე, CAI:” ბედნიერი ვარ, რომ ჯომას ბომბარდირი გავხდი. მართალია, ბარსელონას გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატი მომწონს და დიდი სიამოვნებით დავესწრები კამპნოუზე თამაშს. ასევე, თვითონ ქალაქიც გამორჩეულია. შესაბამისად, დაუვიწყარი ემოციები მელის.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, შეიძლება ითქვას, დაარსების დღიდან ვარ ჩართული. წარსულში საქართველოს ბანკის რიგებში გამოვდიოდი. ფაქტობრივად, ერთად ვქმნით იმ ღირსეულ და შესანიშნავ ისტორიას, რაც ამ ლიგას აქვს.“
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა გულშემატკივარს 2021 წლის სეზონით დაუბრუნდება და განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.