კავკასიის ავტო იმპორტისგან ლაშა ჯოხაძეს FIAT 500 გადაეცა!

ყველა სიახლე
09 ნოემბერი 2020

კავკასიის ავტო იმპორტისგან ლაშა ჯოხაძეს FIAT 500 გადაეცა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთორმეტე სეზონი საუკეთესო მოთამაშის დაჯილდოებით დასრულდა. ბრინჯაოს, ვერცხლს, ოქროსა და სუპერლიგას ახალი ჩემპიონები ჰყავს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში წელს პირველად დასახელდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც გოლს + პასის სისტემით გამოვლინდა. ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, 30 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით კავკასიის ავტო იმპორტის კაპიტანი, ლაშა ჯოხაძე გახდა, რომელიც ლიგის პარტნიორი კავკასიის ავტო იმპორტისგან FIAT 500 მარკის ავტომობილით დაჯილდოვდა. ლაშა ჯოხაძეს ავტომობილის გასაღები CAI-ის გენერალურმა დირექტორმა, დავით გულაშვილმა გადასცა.

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარს:

ლაშა ჯოხაძე, CAI:”პირველ რიგში, დიდი მადლობა სპორტულ სააგენტო SBM-ს ასეთი ჩემპიონატის ორგანიზებისთვის. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი წელს პანდემია იყო. მიუხედავად ამისა, გაგრძელდა სეზონი და წარმატებას მივაღწიეთ. კავკასიის ავტო იმპორტი ვერცხლის ლიგის ჩემპიონი გახდა. ჩემს მიერ გატანილი 30 გოლი არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება, ამაში წვლილი გუნდელებსა და მწვრთნელსაც მიუძღვის. ბედის ირონიაა, რომ კავკასიის ავტო იმპორტის მიერ დაწესებული პრიზი, ამავე გუნდის მოთამაშემ მოიგო, ვფიქრობ, ეს ორმაგად სასიხარულოა. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება მაქვს. ვეცდები, რომ გუნდთან ერთად მომავალშიც წარმატებებს მივაღწიო.“

7 და 8 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფინალური შეხვედრები გაიმართა. ბრინჯაოს ლიგის გამარჯვებული ბაქსვუდი გახდა. ვერცხლის ლიგა კავკასიის ავტო იმპორტის ტრიუმფით დასრულდა. ოქროს ლიგა აჭარაბეთმა მოიგო. სუპერლიგას კი, არმიას სახით, სამი წლის შემდეგ, ახალი ჩემპიონი ჰყავს..



  © SBM, 2016-2024