სუპერლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი სუპერლიგის ფინალით დასრულდა. არმიამ მოქმედი ჩემპიონი და ოთხგზის გამარჯვებული პსპ მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
დასკვნითი მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. „ძალოვნები“ პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი ლატარიამ დააწინაურა. პსპ-მ, მცდელობების მიუხედავად, წონასწორობა ვერ აღადგინა და შეხვედრა 1:0 არმიას სასარგებლოდ დასრულდა.
Sbm.ge გთავზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ბაკურ ნანეიშვილი, არმია:“უკანასკნელი ორი სეზონი ჩვენთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ამ შედეგს დიდი ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე მივაღწიეთ. პირადი ჯილდოც მივიღე, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, თუმცა რომ არა მწვრთნელის ნდობა და ის სათამაშო დრო, რაც მან მომცა, ამას ვერ შევძლებდი. პსპ ძალიან გამოცდილი გუნდია, ეს გაანალიზებული გვქონდა. მათ წინააღმდეგ სწორი დაცვითი თამაში ვაჩვენეთ და უკეთესი ფიზიკური კონდიციებიც დაგვეხმარა. მეორე ტაიმში გაგვიმართლა კიდეც, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა მეტოქემ. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ჩვენი გამარჯვება.“
შეგახსენებთ, რომ არმია გასული სეზონის ოქროს ლიგის ჩემპიონია და სუპერლიგაში პირველივე ასპარეზობა ტიტულით დაასრულა.