კავკასიის ავტო იმპორტი ვერცხლის ლიგის გამარჯვებულია!

ყველა სიახლე
07 ნოემბერი 2020

კავკასიის ავტო იმპორტი ვერცხლის ლიგის გამარჯვებულია!

კავკასიის ავტო იმპორტი ვერცხლის ლიგის 2019/20წ.წ. სეზონის ჩემპიონია.

დაძაბული და სანახაობრივი ფინალი ავტოიმპორტსა და საქართველოს ბანკს შორის 7:3 დასრულდა. CAI-მ ანგარიში მეორმოცე წამზე გახსნა. „ბანკირებმა“ წონასწორობის აღდგენა შეძლეს, მაგრამ ავტოიმპორტი მალევე დაწინაურდა და უპირატესობა აღარ დაუთმია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი გაიფორმა გიორგი მაჩხანელმა, ლაშა ჯოხაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლია ვიტალი ხუდოიანის ანგარიშზე. საქართველოს ბანკიდან ორი ბურთი ირაკლი გამყრელიძემ, ერთი კი გიორგი დავითაშვილმა გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლაშა ჯოხაძე, CAI:”პირველ რიგში, ჩემს გუნდს ვულოცავ მოგებას. ორი წელია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობთ. დიდი შრომის შედეგად ჯერ საკვალიფიკაციო ლიგა მოვიგეთ, ახლა ვერცხლის ჩემპიონები გავხდით. ეს ყველაფერი ვარჯიშის, თავდადებისა და ბრძოლის შედეგია. ჩვენი გუნდი აშკარად პროგრესირებს. დღევანდელი ფინალი ანგარიშის შესაბამისი არ ყოფილა. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, საქართველოს ბანკი გასული სეზონის ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონი და ნამდვილად დაძაბული ფინალი გამოვიდა. მარტივი არ ყოფილა გამარჯვება და საქართველოს ბანკსაც ვულოცავ მეორე ადგილს.“

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ფინალები ოქროსა და სუპერლიგაში 8 ნოემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024