კავკასიის ავტოიმპორტი ვერცხლის ლიგის ფინალშია!

ყველა სიახლე
01 ნოემბერი 2020

კავკასიის ავტოიმპორტი ვერცხლის ლიგის ფინალშია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ნახევარფინალური შეხვედრების დასკვნითი მატჩი გაიმართა.

ვერცხლის ლიგის განმეორებით შეხვედრაში კავკასიის ავტოიმპორტმა ევროპაბეთს დამაჯერებელი ანგარიშით 7:3 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა. ავტოიმპორტი მეოცე წამზევე დაწინაურდა და მეტოქისთვის უპირატესობა არ დაუთმია. ევროპაბეთმა შეხვედრაში წონასწორობის აღდგენა ორჯერ მოახერხა, მაგრამ CAI ამის შემდეგ საგრძნობლად დაწინაურდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გიორგი მაჩხანელის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა. დუბლი გაიფორმა ლაშა ჯოხაძემ. „ბუკმეიკერთა“ რიგებიდან ორი ბურთი გოგა მამარდაშვილმა გაქვითა. ვერცხლის ლიგის ფინალში ერთმანეთს კავკასიის ავტოიმპორტი და საქართველოს ბანკი დაუპირისპირდებიან.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფინალები 7 და 8 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახელში გაიმართება, სადაც 2019/20 წ.წ. სეზონის ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის ჩემპიონები გამოვლინდებიან.



  © SBM, 2016-2024