„ბუკმეიკერთა დერბი“ ოქროს ლიგის ფინალში!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ნახევარფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.
ოქროს ლიგაში აჭარაბეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. „ბუკმეიკერებმა“ სფფ-სთან დამაჯერებელი ანგარიშით 7:1 იმარჯვეს და 8 ნოემბერს ფინალში კროკობეთს დაუპირისპირდებიან.
აჭარაბეთმა მეტოქეს პირველ ტაიმში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩის დასრულდებამდე უპირატესობა მნიშვნელოვნად გაზარდა და თავის კარში მხოლოდ ერთი ბურთი მიიღო. ირაკლი ჯოგლიძემ შეხვადრაში ჰეთრიკი გაიფორმა, ორი გოლია ალექსანდრე ღვინიაშვილის ანგარიშზე.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ალექსანდრე ღვინიაშვილი, აჭარაბეთი:“პირველი ნახევარფინალი ფრედ დასრულდა, გოლი ვერც ერთმა გუნდმა გავიტანეთ და ამიტომ დღევანდელი შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მოვემზადეთ. ორი მატჩის ჯამში ვლინდება ფინალისტი და ყველაფერი ამ თამაშზე იყო დამოკიდებული. მთელი კვირა ვემზადებოდით. მეტოქეს სათადარიგო სკამი არ ჰყავდა, რამაც ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედა. მეტად მონდემებულები გამოვედით, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარა. კროკობეთთან ძალიან დაძაბული ფინალი გველის, შანსები, ვფიქრობ, თანაბარია.“
დღის განმავლობაში გაიმართება ვერცხლის ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები. კავკასიის ავტოიმპორტი ევროპაბეთს ეთამაშება. საქართველოს ბანკსა და ლიბერთი ბანკს შორის კი პირველი ფინალისტი გამოვლინდება.