"ბანკირების დერბიში" ანგარიში ბოლო წამებზე გათანაბრდა!

ყველა სიახლე
18 ოქტომბერი 2020

ვერცხლის ლიგაში პირველი ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოს ბანკსა და ლიბერთი ბანკს შორის გაიმართა. დაძაბულ დერბიში ანგარიში ბოლო წამებზე გათანაბრდა. გიორგი ვეშაგურის გოლს BOG-ის რიგებიდან დავით ცხონდიამ უპასუხა და მატჩი საბოლოოდ ფრედ 1:1 დასრულდა.

ბრინჯაოს ლიგაში მეორე ფინალისტიც გამოვლინდა. ბაქსვუდის მეტოქე დასკვით ეტაპზე ბანკი ქართუ იქნება. დიპლომატ ჯორჯიასთან „ბანკირებმა“ ძირითად დროში 2:0 იმარჯვეს. პირველ მატჩში მარცხის გამო დამატებით ხუთწუთიანი ტაიმი დაინიშნა, რომელიც ასევე ქართუს გამარჯვებით 1:0 დასრულდა. სამივე ბურთი დავით აბეჩხრიშვილის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით აბეჩხრიშვილი, ქართუ:“მატჩი ყველა მხრივ დაძაბული გამოდგა. პირველი მარცხის შემდეგ მეტოქეზე მეტად მოტივირებულები ვიყავით, რაც თამაშზე აისახა. გადამწყეტი შეხვედრისთვის ბოლომდე მობილიზებულები გამოვედით  და სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაშიც ცოტა იღბალიც დაგვეხმარა. ყველა მეტოქესთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს მათი ტაქტიკის მიხედვით და ასე იქნება ფინალში ბაქსვუდის შემთხვევაშიც. სათანადოდ მოვემზადებით და იმედი მაქვს, გამარჯვებას შევძლებთ.“

დღის ბოლომდე სუპერლიგაში არმიას ფინალური მეტოქე გამოვლინდება, ოქროს ლიგაში კი პირველი ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.



  © SBM, 2016-2024