აჭარაბეთისა და სფფ-ს შეხვედრა 0:0 დასრულდა!
ყველა სიახლე18 ოქტომბერი 2020
ოქროს ლიგაში აჭარაბეთსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
დაძაბული მატჩის ორივე ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. გამოუყენებელი და დაძაბული მომენტების შემდეგ ანაგრიში 0:0 დაფიქსირდა, ფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა კი განმეორებით შეხვედრაში გაირკვევა.
სუპერლიგაში პირველი ფინალისტი გამოვლინდა. არმიამ მაესტრო განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა, ანგარიშით 8:2 და ფინალში გავიდა. „ძალოვნებმა“ ოთხბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ბაკურ ნანეიშვილმა გაიფორმა.
დიპლომატ ჯორჯიასა და ქართუ ბანკის დაპირისპირების შემდეგ ბრინჯაოს ლიგაში ბაქსვუდის ფინალური მეტოქე გამოვლინდება. დღის ბოლომდე გაირკვევა პსპ-სა და პატრულს შორის სუპერლიგის მეორე ფინალისტიც.