ბაქსვუდი ბრინჯაოს ლიგის ფინალშია!

ყველა სიახლე
18 ოქტომბერი 2020

ბაქსვუდი ბრინჯაოს ლიგის ფინალშია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის პლეიოფის შეხვედრები მიმდინარეობს.

დღის სასტარტო მატჩში ბაქსვუდი ენერგო-პროს ბრინჯაოს ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში დაუპირისპირდა, 7:3 იმარჯვა და მიმდინარე სეზონის პირველი ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ენეგო პროს უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბაქსვუდმა თამაშის განხლებიდან მალევე აღადგინა წონასწორობა და დიდი უპირატესობაც მოიპოვა. გუნდს გამარჯვებაში ორ-ორი ბურთით თენგიზ უგრეხელიძე და დავით ლომაია დაეხმარა.

ბაქსვუდს ბრინჯაოს ლიგის ტიტულის მოპოვებაში დიპლომატ ჯორჯიასა და ბანკი ქართუს წყვილის გამარჯვებული შეეცილება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით ლომაია, ბაქსვუდი:“პირველ რიგში, ვულოცავ ბაქსვუდს ფინალში გასვლას. პირველ ტაიმში ცოტა არეულად დავიწყეთ, სწრაფი გოლიც მივიღეთ, მაგრამ შემდეგ დავლაგდით, მოვბილიზდით და შედეგიც სახეზეა. ფინალში შანსები თანაბრად იქნება, ორმაგი მოტივაციით გავალთ და იმედია ტიტულს მოვიპოვებთ.“

დღეს გაიმართება ვეცხლის, ოქროსა და სუპერლიგის პლეიოფის შეხვედრებიც.



  © SBM, 2016-2024