ფუტსალის ლიგა: შედგება თუ არა რევანში?

ყველა სიახლე
16 მარტი 2017

ფუტსალის ლიგა: შედგება თუ არა რევანში?

17 მარტს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალის ლიგის XII ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს. ამჯერად ტურის მხოლოდ თბილისური ნაწილი გაიმართება.

სათამაშო დღეს, 14:00 სთ-ზე, მფკ მგლებისა და თბილისი ვარიორსის დაპირისპირება გახსნის. თუკი „მებრძოლებს“ პლეიოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსიღა შემორჩათ, მათი მეტოქე საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის რეალური კანდიდატია და შესაბამისად აუტსაიდერთან მხოლოდ სამ ქულას გეგმავს.

რიგით მეთერთმეტე გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს მფკ ტატიშვილს. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, ამავე სტატუსის აუტსაიდერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბს დაუპირისპირდება. მატჩი 16:00 სთ-ზე დაიწყება.

18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მფკ აგორა და თბილისი დაუპირისპირდებიან. 11 ტურის შემდეგ, აგორა 21 ქულით სატურნირო ცხრილში III პოზიციაზე იმყოფება და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, პლეი-ოფში ითამაშებს კიდეც. რაც შეეხება „დედაქალაქელებს“, მათ დინამო ბათუმთან ერთად 15-15 ქულა აქვთ და 2 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ აფხაზეთს. შესაბამისად, მიზნის მისაღწევად ყველა გასამართ შეხვედრას მათთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ცალკე თემაა პირველ წრეში თბილისის მიერ განცდილი დამამცირებელი მარცხი (1-8), რაც ხვალინდელ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას სძენს.

17.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XII ტური

14:00 მფკ მგლები  - მფკ თბილისი ვარიორსი

16:00 მფკ იბსუ - მფკ ტატიშვილი

18:00 მფკ აგორა - მფკ თბილისი  

შეგახსენებთ, რომ ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებ-გვერდ sbm.ge-ს საშუალებითაა შესაძლებელი, სადაც ასევე, ონლაინ რეჟიმში შეძლებთ ადევნოთ თვალი მატჩების სტატისტიკურ  მონაცემებს.

 

რაც შეეხება XI ტურის კიდევ ორ შეხვედრას, დინამო (ბთ)-მფკ აფხაზეთი და ბსუ (ბთ) - სტუ-თელასი, ერთმანეთს ბათუმში 1 მაისს დაუპირისპირდებიან.

 

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024