დაძაბულ შეხვედრაში პსპ-მ პატრული დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღე სუპერლიგისა და ოქროს ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრებით დასრულდა.
პსპ-სა და პატრულის დაძაბული შეხვედრა „ფარმაცევტების“ მინიმალური უპირატესობით წარიმართა. უგოლოდ ჩავლილი პირველი ტაიმისა და გამოუყენებელი მომენტების შემდეგ გურამ გოგიჩაიშვილმა ოცხდამეთხუთმეტე წუთზე „ძალოვნების“ კარში გოლი გაიტანა, მატჩი 1:0 დასრულდა და პსპ ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა.
ოქროს ლიგაში კროკობეთი ნატახტარს დაუპირისპირდა და 5:3 იმარჯვა. „ბუკმეიკერთა“ რიგებიდან დუბლი ლევან კუჭაშვილმა გაიფორმა. გაქვითული ბურთებიდან ორი გიორგი ყაზარაშვილის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ განმეორებით შეხვედრაში კროკობეთს ფრეც აწყობს ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.
ვერცხლის ლიგის მეოთხედფინალების დასკვნით შეხვედრაში ICR-მა ევროპაბეთს ძირითად დროში ზურაბ შერმადინისა და შოთა ბათილაშვილის გოლებით 2:0 სძლია, დამატებით ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და პენალტების სერიაში „ბუკმეიკერებმა“ იმარჯვეს. ევროპაბეთი ვერცხლის ლიგის ნახევარფინალში კავკასიის ავტოიმპორტს დაუპირისპირდება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 18 ოქტომბერს გაიმართება.