დიპლომატ ჯორჯია და ბაქსვუდი ფინალისთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბრინჯაოს ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.
დიპლომატ ჯორჯიასა და ბანკი ქართუს დაპირისპირება უკანასკნელ წუთებამდე გოლის გარეშე მიმდინარეობდა, ბოლო სამწუთიან ინტერვალში კი სანდრო ხუციშვილმა დუბლი გაიფორმა და დიპლომატ ჯორჯიას გამარჯვება მოუტანა (2:0).
ბაქსვუდისა და ენერგო-პროს შეხვედრაში ბაქსვუდმა დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 იმარჯვა. თითო გოლია ალიკ სარქისიანის, დავით ლომაიას, დავით ტურიაშვილისა და გიორგი ვაშაკიძის ანგარიშზე. ენერგო-პროს რიგებიდან გოლის გაქვითვა ალექსანდრე გარუჩავამ შეძლო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
სანდრო ხუციშვილი, დიპლომატ ჯორჯია:“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაშიდან დღემდე დიდი დრო იყო გასული, რეგულარული ვარჯიშების წყალობით მაინც შევძელით შესაბამისი კონდიციების შენარჩუნება, რის შედეგადაც მთელი თამაშის მანძილზე არ დავღლილვართ და შეხვედრაც ჩვენთვის ხელსაყრელად დასრულდა. დღევანდელი დღიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფინალში აუცილებლად გავალთ.“
ბრინჯაოს ლიგის განმეორებითი შეხვედრები 18 ოქტომბერს გაიმართება.