ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა BOG-ის გამარჯვებით განახლდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში პანდემიით გამოწვეული რვათვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი განახლდა. სასტარტო მატჩში ვერცხლის ლიგის გუნდები, საქართველოს ბანკი და ჰუავეი, ერთმანეთს მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდნენ.
დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო ჰუავეის უპირატესობით 3:0 დასრულდა. „ბანკირებთან“ დუბლი თორნიკე ბარამიძემ გაიფორმა, ერთი გოლი ლაშა ჯანელიძის სახელზეა. პირველ მეოთხედფინალში გამარჯვება საქართველოს ბანკმა მოიპოვა და ნახევარფინალისტის გამოსავლენად დამატებით ხუთწუთიანი ტაიმი დაინიშნა. უგოლოდ ჩავლილი ხუთი წუთის შემდეგ კი პენალტების სერიაში (3:2) მომდევნო ეტაპის საგზური BOG-მა მოიპოვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
თორნიკე ბარამიძე, ჰუავეი:”მეტოქესთან პირველ მატჩში დავმარცხდით, მაგრამ დღეს კარგი თამაში ვაჩვენეთ, მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ, მაგრამ ტურინირის ფორმატიდან გამომდინარე საბოლოოდ პენალტების სერიაში დავმაცხდით. მეორე წელია, რაც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე გამოვდივართ და პროგრესი ნამდვილად გვაქვს, ახალი მოთამაშეებიც დაგვემატნენ და მომავალ წელს მეტად მომზადებულები ვიქნებით.“
გიორგი ცაგარეიშვილი, BOG:“პირველ რიგში, დანაკლისით ვიყავით დღევანდელ შეხვედრაში, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. დიდი ხანია არ გვივარჯიშია და ეს ყველაფერი აისახა შეხვედრაზე. ვულოცავ ჩემს გუნდს, მოწინააღმდეგეს კი მადლობას ვუხდი, გვაჯობეს აშკარად, მაგრამ პენალტები ლატარიაა და გაგვიმართლა. ჩვენი მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა, ლიბერთი ბანკთან ერთი მატჩი წაგებული გვაქვს, დღევანლდელი თამაშით მოგება ორივე პოტენციურ გუნდთან გაგვიჭირდება, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ.“
ვერცხლის ლიგაში დარჩენილი სამი გუნდის ვინაობა დღის განმავლობაში გაირკვევა. ბრინჯაოს, ოქროსა და სუპერლიგაში კი პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.