ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 11 ოქტომბერს განახლდება!
ყველა სიახლეპანდემიით გამოწვეული რვათვიანი პაუზისა და ორჯერ გადადებული თარიღის შემდეგ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11 ოქტომბერს უსაფრთოხების ზომების მკაცრი რეგულაციებით განახლდება.
ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდები უცვლელი ფორმატით განაგრძობენ ჩემპიონატში ასპარეზობას და პლეიოფში ორმატჩიან დაპირისპირებას გამართავენ.
უცვლელად გაიმართება SBM ლიგის თასის გათამაშებაც, რომელსაც სახელობითი სპონსორი ჰყავს, „კავკასიის ავტოიმპორტის (CAI CUP) თასისთვის“ ბრძოლაში ყველა გუნდი ჩაერთვება. მოგვინაებით დებიუტანტებისთვის სტრატს აიღებს საკვალიფიკაციო ლიგაც.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის მონაწილეებისთვის თამაშდება პრიზი, ესპანური ლა ლიგის ორი ბილეთი + ავია ბილეთები, რომლის მფლობელიც მთელი სეზონის განმავლობაში ჯომას სპორტული ფეხსაცმლით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება.
წელს პირველად დასახელდება სეზონის საუკეთესო მოთამაშე. გოლს + პასის სისტემით, ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი „კავკასიის ავტოიმპორტისგან“ FIAT 500 მარკის ავტომობილით დაჯილდოვდება.
სპორტული სააგენტო SBM-სა და უნიქარდისგან, ლიგის ყველა მონაწილეს სეზონის დასაწყისში საჩუქრად გადაეცა ექსკლუზიური ბარათი, სადაც მოთამაშეებს, მათ მიერ კონკრეტულ მატჩში გატანილი გოლის ან საგოლე პასის შედეგად გამომუშავებული ბონუსები ერიცხებათ, რომლის განაღდებაც ესპანური სპორტული ბრენდის „JOMA”-ს ნებისმიერ მაღაზიაში შეუძლიათ. გარდა ამისა ამ ბარათის მფლობელები, JOMA-ს პროდუქციის შეძენისას, საწყისი 12%-იანი ფასდაკლებით და ფასდაკლების ზრდის სისტემით სარგებლობენ. აღნიშნული ბარათი დამატებით აღჭურვილია უნიქარდის ბარათის ყველა ფუნქციით.
ძალაში რჩება პანდემიის პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვა თამაშებზე დასწრებასთან დაკავშირებით და შესაბმისად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე და უსაფრთოხების ზომების მკაცრი რეგულაციით ჩატარდება.