გორი ლიგა 2-ის მესამე ადგილოსანია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის დასკვნითი შეხვედრები მიმდინარეობს.
მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს გორი და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. დაძაბული თამაში გორის გამარჯვებით 6:4 დასრულდა და ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.
„სტუდენტებმა“ მეორე ტაიმში მინიმალური ჩამორჩენის აღმოფხვრა და წინ გასვლა რომან კუხიანიძის დუბლით მოახერხეს. საბა ეგრისელაშვილის ანგარიშზეც ორი გოლია, მაგრამ უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს. სპარტაკ ლომიძე გორს სამი ბურთით დაეხმარა, დავით ადუაშვილმა, ნიკოლოზ სულთანიშვილმა და ბექა მამაგულაშვილმა აქტივში თითო გოლი მიითვალეს.
გორისა და თსუ 2-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სპარტაკ ლომიძე დასახელდა, რომელსაც ესპანური სპორტული ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ჯოხაძე, თსუ2:“მძიმე თამაში იყო. საპრიზო ადგილისთვის დავუპირისპირდით ერთმანეთს. ვინც მეტი მოინდომა, მან გაიმარჯვა. მეორე ტაიმის შუაში ორი ბურთით გავედით წინ, მაგრამ შემდგომ გამოცდილება დაგვაკლდა. მეტოქემ უფრო ცივსისხლიანად იმოქმედა მატჩის ბოლო მონაკვეთში და შესაბამისად, სამართლიანად მოიპოვეს გამარჯვება. ვულოცავ გორს ღირსეულ მესამე ადგილის.“
სპარტაკ ლომიძე, გორი:“მოწინააღმდეგე გუნდს მადლობას ვუხდი, საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა. ძალიან გახარებულები ვართ ჩემპიონატში მესამე ადგილით. ჩვენთვის პირველი წელი იყო და საკმაოდ კარგად ვიბრძოლეთ, რამაც განაპირობა შედეგი. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, იმედია, მომავალ წელსაც ვიქნებით ლიგაში.“
ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს პსპ და კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტი შეხვდებიან.