ლიგა 2-ის ფინალში კსუ-ს მეტოქე პსპ იქნება!
ყველა სიახლე06 აგვისტო 2020
ფუტსალის ლიგს 2-ის ფინალში კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტის მეტოქე პსპ იქნება.
ნახევარფინალურ შეხვედრაში „ფარმაცევტებმა“ გორი სოლიდური უპირატესობით 8:1 დაამარცხეს და დასკვნითი ეტაპის საგზური მოიპოვეს. დუბლი გაიფორმეს ზუკა გარსევანიშვილმა და გურამ გოგიჩაიშვილმა, ასევე ლევან სვანიძემ, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 35 გოლია. გიორგი აფციაური და ლევან სარდანაშვილი გუნდს თითო ბურთით დაეხმარნენ. გორის რიგებიდან პრესტიჟის გოლი დავით ტლაშაძის სახელზეა.
პსპ-სა და გორის დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედ ლევან სვანიძე დასახელდა, რომელსაც ესპანური სპორტული ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალური დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11 აგვისტოს გაიმართება.