თელასი ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა!

ყველა სიახლე
05 აგვისტო 2020

თელასი ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის პლეიოფებმა სტარტი თელასისა და თბილისის შეხვედრით აიღო.

„ენერგეტიკოსებმა“ მეტოქე კომფორტული უპირატესობით, 5:1 დაამარცხეს. მატჩის პირველი ნახევარი შედარებით დაძაბული გამოდგა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიროგი ტიკურიშვილმა გაიფორმა.თითო ბურთია ვახტანგ ჯვარაშვილის, ამირან ცხომარიასა და ნიკა ხარატიშვილის ანაგარიშზე. ერთადერთი გოლის გაქვითვა ბექა ონიანმა შეძლო.

ფუტსალის ლიგისა და ლიგა 2-ის პლეიოფებში სიახლეა. ყოველი მატჩის საუკეთესო მოთამაშეს ესპანური სპორტული ბრენდი ჯომა 100 ლარიან ვაუჩერს გადასცემს. თელასისა და თბილისის დაპირისპირებაში საუკეთესო მოთამაშედ გამარჯვებული გუნდის მეკარე, ალექსანდრე ჯამბურია დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე ჯამბურია, თელასი:“დღევანდლეი შეხვედრა, მიუხედავად ანგარიშისა, დაძაბული იყო. პრაქტიკულად თამაშებს შორის დასვენება არ გვიწევს და ეს დიდი პრობლემაა. ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრის ბედი პირველმა სწრაფმა გოლმა გადაწყვიტა. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა სასურველი შედეგის მისაღწევად და განმეორებითი მატჩი კიდევ უფრო რთული იქნება.“

ოთარ ბერეჩიკიძე, თბილისი:“პირველ რიგში, ვულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. დღეს ბევრი გამოუყენებელი მომენტი გვქონდა და ამის გამო დავმარცხდით. ვეცდებით მეორე მატჩში გამოვასწოროთ ის ყველა ნიუანსი და შეცდომა, რაც დღეს დავუშვით. რთული იქნება, მაგრამ ჩვენს მაქსიმუმ გავაკეთებთ.“

ფუტსალის ლიგა 2-ში კსუ-სა თსუ 2-ის ნახევარფინალური შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც პირველი ფინალისტი გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024