სტუდენტური დერბი ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
31 ივლისი 2020

სტუდენტური დერბი ფრედ დასრულდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის X ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტი და თსუ 2 დაუპირისპირდნენ.

დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში მეთოთხმეტე წუთზე გაიხსნა. თორნიკე თაბაგარმა საბა ეგრისელაშვილის გადაცემით თსუ 2 წინ გაიყვანა და პირველი ნახევარი მათი უპირატესობით წარიმართა. თამაშის განახლებიდან მეცხრე წუთზე ლაშა ნამორაძემ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და მატჩი საბოლოოდ ფრედ 1:1 დასრულდა.

ფუტსალის ლიგისა და ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი, XV ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 აგვისტოს გაიმართება. 12:00 საათზე ქუთაისის მართვე თსუ-ს შეხვდება, ცენტრალურ მატჩში კი თბილისი თელასს 18:00 საათზე გაეჯიბრება.

რაც შეეხება ლიგა 2-ს ევროპის უნივერსიტეტისა და გორის დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება, სადაც გორს ნახევარფინალში გასასვლელად უშუალო მეტოქესთან ფრეც აწყობს.  კსუ 16:00 საათზე კვლავ თსუ 2-თან ითამაშებს. წრიული ეტაპი 20:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტისა და პსპ-ს მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024