ფუტსალის ლიგა: ფავორიტებმა ბრძოლაში იმარჯვეს
ყველა სიახლე10 მარტს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის XI ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. მოლოდინისამებრ მატჩები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც თბილისი ვარიორსი დაამარცხა 7:3.
ბათუმში გამართული მატჩის სცენარით წარიმართა, მფკ ტატიშვილისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბის თბილისური დაპირისპირება, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ბსუ-ს ფეხბურთელები განსაკუთრებით უკეთ მატჩის პირველ ნახევარში გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ ტაიმიც მათ სასარგებლოდ დასრულდა 1:2. ეს „მედიკოსების“ პირველი წაგებული ტაიმია სეზონში. მეორე ნახევარში კი ფავორიტმა კლანჭები ბოლომდე გამოაჩინა და საბოლოოდ მორიგი დამსახურებული გამარჯვება ჩაიწერა აქტივში - 7:3.
მოლოდინისამებრ დაძაბულად წარიმართა სატურნირო ცხრილში II-III ადგილზე მყოფი სტუ-თელასისა და აგორას დაპირისპირება. პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, რაც გათამაშების ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობად შეფასდა. გამონაკლისი შესაძლოა არც პარასკევს გამართული შეხვედრა ყოფილიყო, რომელშიც „ენერგეტიკოსები“ კვლავინდებურად მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ დებიუტანტი მეტოქის მხრიდან, თუმცა კლასისა და გამოცდილების ხარჯზე, ამჯერად მაინც შეძლეს სამი ქულის მოპოვება - 4:2.
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა მფკ თბილისმა. „დედაქალაქელები“ საკადრო პრობლემებით გადატვირთულ დინამო ბათუმს დაუპირისპირდნენ და სავსებით დამსხურებულად 4:1 იმარჯვეს, რითიც პლეიოფისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, სამი ქულაც წაართვეს და პირველ წრეში ბათუმში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანშიც აიღეს. მატჩის და მთლიანი ტურის ნამდვილ მშვენებად იქცა „თბილისელი“ ვასკა მარუაშვილის ჯარიმიდან გატანილი ულამაზესი გოლი.
უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა ტურის დასკვნითი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს პლეიოფისთვის მებრძოლი კიდევ ორი გუნდი, მფკ აფხაზეთი და მფკ მგლები დაუპირისპირდნენ. მატჩის განმავლობაში გუნდებმა ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს და რიგ ეპიზოდებში დაძაბულობა პიკსაც აღწევდა. ანგარიში „ზღვისპირელებმა“ მე-8 წუთზე გახსნეს, თავი მათმა კაპიტანმა ბიძინა ღუღუნიშვილმა გამოიჩინა. თუმცა მალევე მგლების ფეხბურთელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს და შემდეგ წინაც გავიდნენ. ზურა ძაგანიასა და სერგი მაჭარაშვილის გოლებით „მტაცებლებმა“ ტაიმი თავის სასარგებლოდ დაასრულეს. 30-ე წუთზე მაჭარაშვილმა დუბლი გაიფორმა და თავისიანების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, ეს საკმარის არ აღმოჩნდა საბოლოო წარმატებისთვის. იმავე ღუღუნიშვილმა 34- ე და 35-ე წუთებზე ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 3:3.
ამ შედეგით აფხაზეთმა 17 ქულა დააგროვა და შეძლო სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილის შენარჩუნება. ისინი ოთხი ქულით ჩამორჩებიან მესამეზე მყოფ აგორას. სატურნირო ცხრილს 31 ქულით ტატიშვილი ლიდერობს, რომელიც ორი ქულით უსწრებს სტუ-თელასს. რაც შეეხება ოთხეულში მოხვედრის კანდიდატებს, აფხაზეთს ორ-ორი ქულით ჩამორჩებიან თბილისი და დინამო, მგლები 14 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან.
10.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XI ტური
მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ იბსუ 3:7 (1:6)
გოლები: 0:47’ ჩიმაკაძე (0:1), 06:39’ ესებუა (0:2), 08:04’ მჟავანაძე (0:3), 11:50’ ჩიმაკაძე (0:4), 16:26’ კარაპეტიანი (1:4), 16:40’ ესებუა (1:5), 19:19’ ჩიმაკაძე (1:6), 28:52’ გეგეშიძე (2:6), 33:32’ ჩიმაკაძე (2:7), 35:50’ ბერტრანი (3:7)
გაფრთხილება: 10:58’ მამაცაშვილი (იბსუ), 14:22’ მჟავანაძე (იბსუ)
მფკ ტატიშვილი - მფკ ბსუ (ბთ) 7:3 (1:2)
გოლები: 05:08’ ფუტკარაძე (0:1), 06:51’ სიგუნავა (1:1), 14:29’ ცეცხლაძე (1:2), 21:36’ ლუკავა (2:2), 21:54’ კაკაბაძე (3:2), 22:36’ კაკაბაძე (4:2), 24:29’ კობაიძე (5:2), 26:11’ მამულაძე (5:3), 30:57’ ბობოხიძე (6:3), 36:49’ ლუკავა (7:3)
მფკ სტუ-თელასი - მფკ აგორა 4:2 (1:1)
გოლები: 05:40’ გეგეშიძე (1:0), 06:53’ დაჩანიძე (1:1), 20:42’ თოფურია (2:1), 20:50’ ჭუმბურიძე (3:1), 33:06’ ცნობილაძე ს.კ (3:2), 38:02’ ჭუმბურიძე (4:2)
გაფრთხილება: 22:20’ ლეჟავა (თელ), 25:38’ დაჩანიძე (აგო), 37:21’ სოზაშვილი (თელ)
მფკ თბილისი - მფკ დინამო (ბთ) 4:1 (0:0)
გოლები: 22:55’ კუხალეიშვილი (1:0), 30:39’ მხითარიანი (2:0), 35:27’ მარუაშვილი (3:0), 36:28’ დარჩია (4:0), 38:46’ დ.დოლიძე (4:1)
გაფრთხილება: 11:53’ თოდაძე (დინ), 25:18’ კირთაძე (თბ), 29:27’ დ.დოლიძე (დინ)
მფკ აფხაზეთი - მფკ მგლები 3:3 (1:2)
გოლები: 07:13’ ღუღუნიშვილი (1:0), 11:52’ ძაგანია (1:1), 17:50’ მაჭარაშვილი (1:2), 29:07’ მაჭარაშვილი (1:3), 34:12’ ღუღუნიშვილი (2:3), 35:24’ ღუღუნიშვილი (3:3)
გაფრთხილება: 25:24’ ახობაძე (მგლ), 33:09’ ხარაიშვილი (აფხ)
გაძევება: 23:44’ კვარაცხელია (აფხ)
ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) - 24, სერგი მაჭარაშვილი (მგლები) - 21, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი) – 19, დავით ბობოხიძე (ტატიშვილი) – 17, შოთა თოფურია (თელასი) - 16
ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“
მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge