"უნივერსიტეტელებმა" თელასი დაამარცხეს!

ყველა სიახლე
30 ივლისი 2020

ფუტსალის ლიგის მეთოთხმეტე ტურის ცენტრალურ მატჩში თელასი თსუ-ს დაუპირისპირდა და 5:2 დამარცხდა.

„უნივერსიტეტელები“ პირველ ტაიმში გიორგი ჩიმაკაძისა და მიხეილ თევზაძის გოლებით დაწინაურდნენ. „ენერგეტიკოსებმა“ მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, თუმცა თსუ-მ დამაჯერებელი ანგარიშით წინ გასვლა კვლავ მოახერხა და საბოლოოდ სამბურთიანი უპირატესობით იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

მიხეილ თევზაძე, თსუ: „ჩემპიონატი სულ უფრო უახლოვდება დასკვნით ეტაპს, ამიტომ სატურნირო ცხრილშიც თითქმის ყველაფერი გარკვეულია. ამ ეტაპზე ყველა ცდილობს, რომ თავისი ტაქტიკა დაამუშაოს და დაახლოებით ასეთი თამაშიც გამოვიდა. ჩვენმა მწვრთნელმაც გადაწყვიტა, ისე გვეთამაშა, რომ ტრავმებისგან დაზღვეულები ვყოფილიყავით. თელასიც, ჩემი აზრით, ასე მოიქცა.“

გიორგი სოზაშვილი, თელასი:“თსუ კარგი გუნდია და ვულოცავ გამარჯვებას. სეზონის ბოლოა, თამაშების რაოდენობაც გახშირდა, შესაბამისად, ძალების აღდგენისთვის ცოტა დრო გვაქვს და მწვრთნელმა გადაწყვიტა რამდენიმე ფეხბურთელს დღეს საერთოდ დაესვენა. ჩვენი გათვლებით, ნახევარფინალში თბილისს შევხვდებით და სრული სერიოზულობით ვემზადებით მთელი გუნდი.“

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სათამაშო დღე ფუტსალის ლიგა 2-ის შეხვედრებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024