ილიაუნიმ მართვესთან დიდი ანგარიშით იმარჯვა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეთოთხმეტე ტური ილიაუნისა და ქუთაისის მართვეს დაპირისპირებით დაიწყო.
„უნივერსიტეტელებმა“ თავიდანვე აქტიურად დაიწყეს შეტევა. პირველივე ნახევარში მეტოქეს რვა გოლი გაუტანეს, თამაშის დასრულებამდე კი უპასუხო გოლების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა და ილიაუნიმ მართვეს საბოლოოდ 15:0 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამ-სამი ბურთია თეიმურაზ ექიზაშვილის, გიორგი ახლანძისა და გიორგი კურტანიძის ანგარიშზე. გურამ ნადარეიშვილმა დუბლთან ერთად ოთხი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ფუტსალის ლიგა 2-ის XIV ტურის სასტრატო მატჩში თსუ 2-მა საქართველოს უნივერსიტეტთან კარი მშრალად შეინახა და დიდი ანგარიშით 9:0 იმარჯვა. გიორგი სვანიძე გუნდს სამი ბურთით დაეხმარა, ვახტანგ დადიანის ანგარიშზე ორი გოლია.
ფუტსალის ლიგის ცენტრალურ მატჩში თელასი თსუ-ს შეხვდება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გორს გაეჯიბრება, დღის დასკვნით მატჩში კი პსპ ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.