გორი ოთხეულში შევიდა!

ყველა სიახლე
29 ივლისი 2020

გორი ოთხეულში შევიდა!

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცამეტე ტურის დასკვნით მატჩში გორი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა,  11:5 იმარჯვა და რეგულარულ სეზონში პირველად ოთხეულში შევიდა.

ზედიზედ მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვება გორმა  შედარებით იოლად მოიპოვა და ახლა ოთხეულში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლოს. შეხვედრაში ჰეთრიკითა და ერთი საგოლე გადაცემით ბექა მამაგულაშვილი გამოირჩა, დავით ტლაშაძის, იოსებ მამაგულაშვილისა და ნიკოლოზ სულთანიშვილის ანგარიშზე ორ-ორი ბურთია.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბექა მამაგულაშვილი, გორი: „პირველ რიგში, მოწინააღმდეგეს მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ. მთელი სეზონია ამისთვის ვიბრძვით და ჩვენთვის ოთხეულში შესვლა ძალიან სასიხარულოა. გორისთვის ეს შედეგი ძალიან დიდი მიღწევაა. პლეიოფში ადგილის გასანაღდებლად უშუალო კონკურენტთან, ევროპის უნივერსიტეტთან შეხვედრა იქნება, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ კსუ-სთან ძალები დავზოგოთ.“

ფუტსალის ლიგის მეთოთხმეტე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 30 ივლისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024