EU-მ პაუზის შემდეგ პირველ მატჩში იმარჯვა!

ყველა სიახლე
25 ივლისი 2020

EU-მ პაუზის შემდეგ პირველ მატჩში იმარჯვა!

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი ფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტურის შეხვედრით განახლდა. „საუნივერსიტეტო დერბიში“ ერთმანეთს ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტები დაუპირისპირდნენ.

მიუხედავად პასიური პერიოდისა, თამაშის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო. UG-მ შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, თუმცა ოცდამეცამეტე წუთზე ვალერ ქსოვლერიშვილმა მეორე გოლი გაიტანა და გუნდი მნიშვნელოვნად დააწინაურა, მას დუბლით დავით პონომარიოვიც დაეხმარა და საბოლოოდ EU-მ საქართველოს უნივერსიტეტთან 4:3 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბაჩა კალანდაძე, UG:”პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ სეზონი განახლდა. როგორც კი ამის საშუალება მოგვეცა, დავიწყეთ მომზადება. თამაშშიც გამოჩნდა, დიდი შემართებით გამოვედით, ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ვერ შევძელით პირველი ქულების მოპოვება. მოწინააღმდეგეს ანგარიში მიჰყავდა, მეორე ტაიმში ფიზიკურადაც დავიღალეთ, რამაც განაპირობა შედეგი. ჯერ შორს ვართ სასურველი ფორმისგან და შევეცდებით სეზონი მშრალად არ დავასრულოთ.“

ვალერი ქსოვრელიშვილი, EU:”ძალიან დიდი პაუზა გამოვიდა. ერთი კვირაა, რაც დავიწყეთ ვარჯიში. მე პირადად თვე ნახევარი ფეხის ტრავმა მქონდა და ახლახანს შევუდექი მომზადებას. შემადგენლობის მხრივ ცოტანი დავრჩით, დამატების უფლებაც აღარ გვაქვს და ფიზიკურად გვიჭირს. იმედია, პლეიოფში მოვხვდებით და გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხსაც.“

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სათამაშო დღე ფუტსალის ლიგისა და ლიგა 2-ის XII ტურის შეხვედრებით გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024