ოქროს ლიგაში პლეიოფის წყვილები გამოვლინდა!

ყველა სიახლე
08 მარტი 2020

ოქროს ლიგაში პლეიოფის წყვილები გამოვლინდა!

ბრინჯაოს ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრები დიპლომატ ჯორჯიასა და მტკვარი ენერჯის დაპირისპირებით დასრულდა.

მატჩში ანგარიში მეთვრამეტე წუთზე დიპლომატის სასარგებლოდ გაიხსნა, გუნდმა უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 6:0 სძლია. ნახევარფინალში მისი მოწინააღმდეგე ბანკი ქართუ იქნება, რომელთანაც რეგულარულ სეზონზე ორბურთიანი სხვაობით იმარჯვა.

ოქროს ლიგაში კროკობეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაპირისპირების შემდეგ პლეიოფის წყვილები გამოვლინდა. წრიული ეტაპის დასკვნით მატჩში „ბუკმეიკერებმა“ 5:4 იმარჯვეს. სფფ-ს რიგებიდან დუბლი დავით სირაძემ გაიფორმა.

ოქროს ლიგის ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება: კროკობეთი VS ნატახტარი, აჭარაბეთი VS სფფ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

სანდრო ხუციშვილი, დიპლომატი:“დღევანდელ შეხვედრაში ძალიან დაგვეხმარა ის ფაქტორი, რომ პირველი მატჩი მოგებული გვქონდა. ჩემპიონატი უკვე დასასრულისკენ მიდის და ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა წელს მაინც გავხდეთ თასის მფლობელები. ნახევარფინალში ყველას თანაბარი შანსი გვაქვს, ვინც მეტად გამოიყენებს თავის ძლიერ მხარეებს, მის სასარგებლოდ დასრულდება ეს ეტაპი.“

სათამაშო დღე სუპერლიგის მეოთხედფინალებით დამთავრდება.



  © SBM, 2016-2024