პატრული სუპერლიგის ფინალისთვის იბრძოლებს!
ყველა სიახლესუპერლიგაში პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. პატრულმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს.
„ძალოვნებმა“ ორბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. სფფ-მ თამაშის განახლებიდან მალევე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და საკუთარ კარში კიდევ სამი გოლი მიიღო. პატრულმა საბოლოოდ 6:2 იმარჯვა. შეხვედრაში დუბლით დავით დარჩია გამოირჩა.
ოქროს ლიგაში აჭარაბეთმა რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში ვითიბისთან კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 4:0 სძლია. შეხვედრის პირველი და ბოლო გოლიც ირაკლი ჯოგლიძის ანგარიშზეა. „ბუკმეიკერებს“ გამარჯვებაში თითო ბურთით აკაკი ჩხიკვაძე და ალექსანდრე ღვინიაშვილი დაეხმარნენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ირაკლი ქარჩავა, პატრული:“მეტოქის შემადგენლობიდან გამომდინარე, ვფიქრობდით, მეტად დაძაბული შეხვედრა გამოვიდოდა. პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო. სწრაფი გოლი გავიტანეთ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. პსპ-ს ნახევარფინალისთვის ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს, გამოცდილი გუნდია, მაგრამ ფიზიკურად მოვემზადებით და ჩანაფიქრს შევასრულებთ, ფინალში გავალთ.“
პატრულის მეტოქის ვინაობა დღის დასკვნითი დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა, „ძალოვნებს“ პსპ-სა და შემოსავლების სამსახურს შორის გამარჯვებული შეხვდება.