ქართუმ ბეთლაივი განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა!

ყველა სიახლე
08 მარტი 2020

ქართუმ ბეთლაივი განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბრინჯაოს ლიგის მეოთხედფინალები ბანკი ქართუსა და ბეთლაივის დაპირისპირებით გაგრძელდა.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელიც 2:1 დასრულდა, მატჩი „ბანკირების“ სრული უპირატესობით წარიმართა. ქართუმ კარი მშრალად შეინახა, მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. პირველი ტაიმის ერთწუთიან ინტერვალში გამარჯვებულმა გუნდმა ჯერ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, თამაშის ბოლომდე კი სხვაობა ხუთამდე გაზარდა (5:0). შეხვედრაში დუბლი დავით აბეჩხრიშვილმა გაიფორმა.

ვერცხლის ლიგის პირველი მეოთხედფინალების დასკვნით მატჩში საქართველოს ბანკმა ჰუავეის 4:2 სძლია. „ბანკირების“ რიგებიდან დუბლი ილია ქემაშვილმა გაიფორმა. ორი ბურთის გაქვითვა აკაკი ტეტუნაშვილმა შეძლო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ჩიკვილაძე, ქართუ:“პირველ შეხვედრაში მეტად ემოციურები ვიყავით, დიდი ხანი გოლი ვერ გავიტანეთ, ვაგებდით და ამან იმოქმედა. შესვენების პერიოდში გავაანალიზეთ დაშვებული შეცდომები და გამოვასწორეთ, რაც შედეგზეც აისახა. ველოდებით ჩვენს ნახევარფინალურ მოწინააღმდეგეს, სავარაუდოდ დიპლომატ ჯორჯია შეგვხვდება, რომელსაც უპირატესობა აქვს. მათთან რეგულარულ სეზონზე მარცხი ვიწვნიეთ, ძლიერი გუნდია და საინტერესო მატჩი იქნება.“

ბრინჯაოს ლიგაში მეოთხედფინალური შეხვედრები მტკვარი ენერჯისა და დიპლომატ ჯორჯიას მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024